რუსული მედია აქტიურად წერს ხოლმე ქართველი, რუსეთში მცხოვრები მომღერლის, ქეთა თოფურიას შესახებ.
როგორც ახლა არაერთი წყაროდან ვიგებთ, ქეთა თოფურია საშიში დაავადების ზღვარზეა - საუბარია მასტიტზე, რაც ანთებითი პროცესით ვლინდება.
მომღერალმა მედიასთან თავად ისაუბრა და განმარტა, რომ მესამე შვილის გაჩენის შემდეგ დადგა აუცილებლობა, რომ ახალშობილის ძუძუთი კვებაზე უარი ეთქვა. ეს სიტუაცია სარძევე არხების გართულებულ მდგომარეობას უკავშირდებოდა. საბედნიეროდ, ეს მდგომარეობა იყო პრეანთებითი და ანთებითი პროცესების გართულებამდე დაიწყო მკურნალობა.
მასტიტის განვითარების შესახებ მომღერალს არანაირი წინასწარი სიმპტომი არ ჰქონია.
მიუხედავად საკუთარი გამოცდილებისა, თოფურია ქალებს ურჩევს, რომ არ შეეშინდეთ, თუმცა გამოიჩინონ სიფრთხილე და მიქციონ ყურადღება საკუთარი ორგანიზმის მინიშნებებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს სერიოზული დაავადებაა, მსოფლიოში უამრავ ქალს უწევს ამ პრობლემასთან გამკლავება და დროა, რომ მასტიტის შესახებ ქალებმა უფრო მეტი და ხმამაღლა ისაუბრონ.
წყარო: "მარაო.ჯი"