“ქვეყანა, სადაც ჩემი შვილების (თქვენი შვილების) უსაფრთხოება ბევრად ნაკლებად ღირებულია, ვიდრე “ქართული ოცნების” ქაღალდები” – ლონდა თოლორაია

16 hours ago 3

ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია, კანონისა და სამართლიანობის დაცვის მხრივ, სამართალდამცავი სისტემის ორმაგ სტანდარტზე ამახვილებს ყურადღებას:

23 წლის სტუდენტი გოგო, რომელმაც კახი კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერა გააკეთა სისხლის სამართლის წესით დააკავეს (აღარ ავხსნი იმას, რომ ეს დანაშაული საერთოდ არაა).

30 წლის (ან ცოტა მეტი ასაკის) სპორტსმენი ქალი (მკლავჭიდელი), რომელმაც 14 წლის არასრულწლოვანზე ფიზიკურად იძალადა არ დააკავეს (დაკავების გარეშე წარუდგინეს ბრალი).

ქვეყანა, სადაც ჩემი შვილების (თქვენი შვილების) უსაფრთხოება ბევრად ნაკლებად ღირებულია, ვიდრე “ქართული ოცნების” ქაღალდები.

ბავშვების უსაფრთხოებაზე მაინც ხომ შეიძლება გვქონდეს ერთი აზრი, მაგრამ არა“, – წერს ლონდა თოლორაია ფეისბუქის პირად გვერდზე.

სრულად წაკითხვა