“ქი­რით ცხოვ­რობ­დნენ და ბი­ნის პატ­რონ­მა ცხედ­რის დას­ვე­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ მის­ცა…” – ახალი დეტალები რიყის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე

10 hours ago 2

რი­ყის პარ­კის მიმ­დე­ბა­რედ მომ­ხდარ უბე­დურ შემ­თხვე­ვას თბი­ლი­სის 132-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მე-10 კლა­სის მოს­წავ­ლე იო­სებ ადე­იშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა.

უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა 25 იან­ვარს მოხ­და. მისი გა­დარ­ჩე­ნა მას­თან ერ­თად მყოფ­მა ბავ­შვებ­მა სცა­დეს, მაგ­რამ უშე­დე­გოდ. სუ­ლის­შემ­ძვრე­ლია სკო­ლის დი­რექ­ტო­რის მო­ნა­თხრო­ბი.

თა­მარ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი, 132-ე სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი:

– იო­სე­ბი ჩვე­ნი სკო­ლის მოს­წავ­ლეა, ძა­ლი­ან გან­ვიც­დით ამ უმ­ძი­მეს ამ­ბავს. დიდი უბე­დუ­რე­ბა დატ­რი­ალ­და, ოჯა­ხი ძა­ლი­ან დიდ მწუ­ხა­რე­ბა­შია და შეხ­ვედ­რაც ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ ჯერ­ჯე­რო­ბით. დღეს მივ­დი­ვართ სამ­ძი­მარ­ზე. ქი­რით ცხოვ­რობ­დნენ და რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, ვის ბი­ნა­შიც ცხოვ­რობ­დნენ, იმ ბი­ნის პატ­რონ­მა ცხედ­რის დას­ვე­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ მის­ცა ოჯახს და ამი­ტომ ბავ­შვი ცხე­და­რი დას­ვე­ნე­ბუ­ლია გუ­რა­მიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე რი­ტუ­ა­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ დარ­ბაზ­ში.

დღეს ვა­პი­რებთ სამ­ძი­მარ­ზე მის­ვლას. ძა­ლი­ან მძი­მე ამ­ბა­ვი მოხ­და, იო­სე­ბი არ იყო მერ­ვე კლა­სე­ლი, რო­გორც ვრცელ­დე­ბა, ის ჩვე­ნი სკო­ლის მე­ა­თე კლა­სის მოს­წავ­ლე იყო. იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს მას­თან ერ­თად იყო ჩვე­ნი სკო­ლის კი­დევ ორი მოს­წავ­ლე, ისი­ნი მერ­ვე კლა­სე­ლე­ბი არი­ან. ბავ­შვე­ბი მუ­სი­კა­ზე ერ­თად და­დი­ოდ­ნენ. მო­ი­ლა­პა­რა­კეს, კარ­გი ამინ­დი იყო და რო­გორც გა­ვი­გე, შა­ბათს რი­ყე­ზე სა­სე­ირ­ნოდ წა­ვიდ­ნენ. ის ორი ბავ­შვი უფრო ადრე მი­სუ­ლა, მერე შე­უ­ერ­თდა მათ იო­სე­ბიც. იმ­ხე­ლა სტრეს­ში არი­ან ბავ­შვე­ბი, ისე გა­ნიც­დი­ან, რომ ფსი­ქო­ლო­გებ­მა სას­ტი­კად აგ­ვიკ­რძა­ლეს მათ­თან გა­სა­უბ­რე­ბაც კი.

გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მეა იმ ბავ­შვის ფსი­ქო­ე­მო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც თა­ვად ცდი­ლობ­და მის ამოყ­ვა­ნას. ვერ შეძ­ლო და თავს იდა­ნა­შა­უ­ლებს. სა­ში­ნე­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სტრე­სის ქვეშ არი­ან. მან­და­ტუ­რებ­მაც გვთხო­ვეს და მშობ­ლებ­თან ერ­თად მო­ვიყ­ვა­ნეთ გუ­შინ სკო­ლა­ში, სოც­მუ­შა­კიც იყო, ფსი­ქო­ლო­გიც და ძა­ლი­ან მძი­მეა მათ­თვის ამ ფაქ­ტის გახ­სე­ნე­ბა.

რა­საც “ტვ პირ­ვე­ლი” ამ­ბობს, ასე არ არის. რი­ყის დო­ქე­ბი რომ დგას, იმის ქვეშ ყო­ფი­ლა შე­საძ­რო­მი და რო­გორც ბავ­შვე­ბი ამ­ბო­ბენ, იო­სე­ბი იქ შეძ­ვრა.

ხომ იცით, რო­გო­რი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ე­ბი არი­ან ბავ­შვე­ბი. ძა­ლი­ან ცნო­ბის­მოყ­ვა­რე იყო იო­სე­ბიც, კე­თი­ლი და პა­ტი­ო­სა­ნი ბავ­შვი. ბავ­შვე­ბის თქმით, იო­სე­ბი იქ შე­ვი­და იმი­ტომ, რომ სა­პირ­ფა­რე­შო მო­უნ­და. ეს სამი ბავ­შვი ჩვე­ნი სკო­ლის რუ­სუ­ლე­ნო­ვან სექ­ტორ­ში სწავ­ლობ­და. იო­სე­ბის დედა ეროვ­ნე­ბით რუ­სია, მამა ქარ­თვე­ლი ჰყავს. აბა, რას მო­ი­ფიქ­რებ­და ადა­მი­ა­ნი, რომ პარ­კის გვერ­დით ამ­ხე­ლა საფრ­თხე ელო­და.

ბავ­შვე­ბი იქვე ახ­ლოს იყ­ვნენ და იო­სე­ბის ყვი­რი­ლის ხმა­ზე შე­ვიდ­ნენ იქ და ნა­ხეს, რომ ბავ­შვი უკვე ჩა­ვარ­დნი­ლი იყო. მომ­ხდა­რით შო­კი­რე­ბუ­ლე­ბი გამ­ვლე­ლებს დახ­მა­რე­ბას სთხოვ­დნენ, მაგ­რამ გამ­ვლე­ლებ­მა სა­ერ­თოდ არ მი­აქ­ცი­ეს მათ ყუ­რა­დღე­ბა, არა­და, ბავ­შვე­ბი შვე­ლას ითხოვ­დნენ, ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი არა­ვინ გა­ე­კა­რა თურ­მე, არა­და, თურ­მე ხალ­ხით სავ­სე იყო იქა­უ­რო­ბა.

მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნი შე­ე­ცა­და დახ­მა­რე­ბას. რა­ტო­მაც ამა­ზე არ სა­უბ­რობს ახლა არა­ვინ, რომ ეს იყო გულ­გრი­ლო­ბა გამ­ვლე­ლე­ბის მხრი­დან, არა­ვის და­უ­რე­კავს 112 – ში…

სტრეს­ში მყოფ­მა ბავ­შვებ­მა ვერ მო­ი­ფიქ­რეს, რომ თვი­თონ და­ე­რე­კათ.

ვინც იძი­ებს საქ­მეს, იმათ ბავ­შვე­ბის­თვის უთ­ქვამთ, ჩვენ კა­მე­რებს ამო­ვი­ღებთ და გულ­გრი­ლო­ბის­თვის პა­სუხს მოვ­თხოვთ ამ ხალ­ხსო.

თბი­ლის­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და გაზ­რდი­ლია ეს ბავ­შვი. გლ­დან­ში, მერ­ვე მიკ­რო­რა­ი­ონ­ში ცხოვ­რობს ოჯა­ხი, ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში. ძა­ლი­ან მძი­მეა ამა­ზე სა­უ­ბა­რი ჩემ­თვის. რო­გორც გვი­თხრეს მუ­სი­კა­ზე და­დი­ო­და, რა ინ­სტრუ­მენტზე, ამა­ზე არ მაქვს ინ­ფორ­მა­ცია.

იო­სე­ბი ძა­ლი­ან თბი­ლი და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი ბავ­შვი იყო, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლი კლა­სი­დან მე ვას­წავ­ლი­დი ქარ­თულს, უფ­რო­სის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ყვე­ლა ბავ­შვი ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია და გან­ვიც­დი, მი­ჭირს სა­უ­ბა­რიც კი. რომ მი­ვიდ­ნენ ყვი­რილ­ზე ბავ­შვე­ბი უკვე ჩა­ვარ­დნი­ლი იყო, სიღ­რმე რა იყო, არ ვიცი. მინ­დო­და ის ად­გი­ლი მე­ნა­ხა, განა რა არის იმის­თა­ნა. იქ­ნებ შე­იძ­ლე­ბო­და გა­დარ­ჩე­ნა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ რი­ყის პარკში, მო­ზარ­დის და­ღუპ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა უკვე და­ი­წყო. რო­გორც უწყე­ბა­ში ამ­ბო­ბენ, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს. რას და­ად­გე­ნენ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ეს მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

წყარო

სრულად წაკითხვა