ქრისტე – განკაცებული ღმერთი – მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი

6 months ago 13

მისთვის, ვისაც „მწირის გულახდილი მონათხრობი“ წაუკითხ- ავს, ცნობილია გამოთქმა – „იესოს ლოცვა.“ ასე ეწოდება მოკლე ლოცვას: „უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“, რომელსაც განუწყვეტლივ ვიმეორებთ. „მწირის მონათხრობი“ არის თხრობა ადამიანზე, რომელსაც განუწყვეტელი ლოცვის სწავლა სურდა (იხ. 1 თეს. 5, 17). მაგრამ რამდენა- დაც ადამიანი, რომლის გამოცდილებაც გადმოცემულია ამ წიგნში, მწირი იყო, მისი მრავალი ფსიქოლოგიური განსაკუთრებულობა, აგრეთვე მეთოდი, რომლითაც მან ლოცვა და მის გამოყენება ისწავლა, დაფუძნებულია სწორედაც მისი ცხოვრების ტიპზე, რაც წიგნს ნაკლებად მნიშვნელოვანს ხდის, ვიდრე იქნებოდა; და მაინც, ის საუკეთესო მიმყვანებელია ამ ლოცვასთან, რომელიც მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი საუნჯეა. ეს ლოცვა ღრმად ფესვგადგმულია სახარების სულში და ეკლესიის დიდი მასწავლებლები ამაოდ როდი უსვამდნენ ხაზს მუდამ, რომ იესოს ლოცვა საკუთარ თავში სახარების მთელ არსს მოიცავს. ამიტომაც იესოს ლოცვას მთელი სისრულით მხოლოდ ის შეძლებს, ვინც სახარებას ეკუთვნის, ვინც მართლაც ქრისტეს ეკლესიის წევრია.

ყველა სახარებისეული ხარება, უფრო მეტიც, სახარების მთელი რეალობა იესოს სახელსა და პიროვნებაში მდგომარეობს. თუ ლოცვის პირველ ნაწილს აიღებთ, დაინახავთ, როგორ გამოხ- ატავს ის ჩვენს რწმენას ღვთისადმი: „უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო“. ლოცვის გულში იესოს სახელი გვხვდება; ესაა სახელი, რომლის წინაშეც „ყოველი მუხლი მოიყრება“ (ესაია 45, 23); მისი წარმოთქმით განხორციელების ისტორიულ მოვ- ლენას ვამტკიცებთ. ვამტკიცებთ, რომ ღმერთი, ღვთის სიტყვა. თანაარსი მამისა, განკაცდა და რომ მის პიროვნებაში ღვთავ- ბრივი სისრულე ჩვენ შორის ხორციელად იყო დავანებული (იხ კოლ. 2,9) იმისათვის, რომ გალილეველში, ისრაიტელ წინასწარმეტყველ- ში ღვთის განხორციელებული სიტყვა, განკაცებული ღმერთი დავინახოთ, უნდა წარგვიძღვეს სული წმიდა, რამეთუ ქრისტეს განხორციელება და ის, რომ ის ღმერთია, მხოლოდ საღვთო სულით გვიცხადდება. ჩვენ მას ქრისტეს ვუწოდებთ და ამით ვამტკიცებთ, რომ მასში ძველი აღთქმისეული წინასწარმეტყველება აღსრულდა. როდესაც ვამბობთ, რომ იესო ქრისტეა, ამით ვაღი არებთ, რომ ძველი აღთქმის მთელი ისტორია ჩვენია, რომ მას ღვთის ჭეშმარიტებად ვიღებთ. ჩვენ მას ძე ღვთისას ვუწოდებთ რამეთუ ვუწყით, რომ მესია, რომელსაც იუდეველნი ელოდნენ. ადამიანი, რომელსაც ბარტიმეოსი დავითის ძეს უწოდებდა, განხ- ადამიანი, რომ საქარტია ამ სიტყვებში მოკლედ ჩადებულია ყველაფერი, რაც ვიცით, ყველაფერი, რაც გვწამს იესო ქრისტეს შესახებ ძველი და ახალი აღთქმის საფუძველზე და ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილებით. ამ რამდენიმე სიტყვაში ჩვენი რწმენის სრულ და სრულყოფილ აღიარებას წარმოვთქვამთ.

მაგრამ ჩვენი რწმენის ასე აღიარება საკმარისი არ არის, რწმენა საკმარისი არაა. დემონებიც თრთიან (იაკ. 2, 19). რწმენა საკმარისი არ არის, რათა ცხონება განხორციელდეს, მან ღმერთ- თან სწორ დამოკიდებულებამდე უნდა მიგვიყვანოს. ასე რომ, მთელი სისრულით, ზუსტად და ნათლად, ღვთისადმი ჩვენი რწ- მენის (როგორც ღვთისა და პიროვნების), მისი ისტორიულობისა და ღვთაებრიობის რწმენის აღიარებით საკუთარ თავს სწორი შემეცნების წინაშე ვაყენებთ: „შემიწყალე მე ცოდვილი!“

ეს სიტყვა – „შემიწყალე“ – გამოიყენება ყველა ქრისტიანულ ეკლესიაში, მართლმადიდებლობაში კი ესაა ხალხის პასუხი თხოვნაზე, რომელსაც მღვდელი წარმოთქვამს. ბერძნული სიტყ- ვა, რომელსაც სახარებასა და ადრინდელ ლიტურგიაში ვპოუ- ლობთ – ელეისონ, „ელეისონ“, იმავე ფესვიდანაა, რაც „ელეონი“, ზეთისხილის ხესა და მის ზეთს გამოხატავს. თუ მთელ ძველ და ახალ აღთქმას გადავხედავთ და ამ ძირითად გაგებასთან დაკავშირებულ ადგილებს მოვძებნით, მას შევხვდებით მთელ რიგ სხვადასხვაგვარ იგავებსა და მოვლენებში, რომლებიც სი- ტყვების მნიშვნელობის სრულად გაგების საშუალებას იძლევა. ზეთისხილის მაგალითს დაბადების წიგნში ვპოულობთ, წარღვნის შემდეგ ნოემ ფრინველები გაგზავნა, რათა გამოერკვია, გაშრა თუ არა მიწა; ერთ-ერთი მათგანი – მტრედი (არა შემთხვევით მტრედი) უკან ზეთისხილის პატარა რტოთი დაბრუნდა. ეს ტოტი ნოესა და კიდობანში მასთან მყოფებისთვის იყო ცნობა, რომ ღვთის რისხვა შეწყდა და უფალი ადამიანებს ყველაფრის ხელახლა დაწყების შესაძლებლობას აძლევდა. კიდობანში მყო- ფებს შეიძლოთ, კვლავ დასახლებულიყვნენ მყარ მიწაზე, ახლებურად ცხოვრების დაწყება ეცადათ და, აღარასოდეს განერისხებინათ ღმერთი. შეძლებისდაგვარად, მეტად ახალი აღთქმის იგავში მოწყალე სამარიტელის შესახებ ზეთისხილის ზეთი ტკივილის შესამსუბუქებლად და ჭრილობის გან- საკურნებლად გამოიყენება. ძველ აღთქმაში მეფეთა და მღვდელთა ცხებისას მათაც თავზე ეცხებათ ნიშნად საღვთო მადლისა, რომელიც მათზე გარდამოდის (ის. ფს. 132, 2), ახალ ძალას უბოძებს მათ იმის აღსასრულებლად, რაც ადამიანურ შესაძლებლობებს აღემატება. მეფე უნდა იდგეს ზღურბლზე ადამიანურ და ღვთის ნებას შორის; ის მოწოდებულია, თავისი ხალხი ღვთის ნების აღსრულებისკენ წაიყვანოს.

მღვდელიც ამავე ზღვარზე დგას, რათა ღვთის ნება გაახმიანოს და კიდევ უფრო მეტიც: რათა იმოქმედოს ღვთის ნაცვლად, აუწყოს ღვთის განგებულება და უფლის გადაწყვეტილებანი განახორციელოს.

ზეთი, უპირველეს ყოვლისა, მიანიშნებს ღვთის მრისხანების შეჩერებაზე, მშვიდობაზე, რომელსაც ღმერთი სთავაზობს ადამი- ანებს, რომელთაც მის წინაშე შესცოდეს. შემდეგ ის საუბრობს ღვთის მიერ ჩვენ განკურნებაზე, რათა ვიცოცხლოთ და გავხდეთ ის, რისთვისაც მოწოდებულნი ვართ; რამდენადაც უფალმა უწყის, რომ საკუთარი ძალებით არც მისი ნების აღსრულება ძალგვიძს, არც ჩვენი ქმნილი ბუნების კანონებისა, ის უხვად გარდამოავლენს ჩვენზე თავის მადლს (იხ. რომ. 5, 20). ის გვიბოძებს ძალას იმისთვის, რასაც სხვაგვარად ვერ აღვასრულებდით.

სიტყვა – „წყალობა“ და „შემიწყალე“ – სლავურად იმავე ფესვიდან მომდინარეობს, რომლიდანაც სინაზის, ვედრების გა მომხატველი სიტყვები; როდესაც წარმოვთქვამთ ამ სიტყვებს eleison, have mercy on us, შემიწყალე, ღმერთს არა მხოლოდ მისი მრისხანებისგან დახსნას ვთხოვთ, არამედ სიყვარულსაც. თუ დავუბრუნდებით იესოს ლოცვის სიტყვებს – „უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე, ცოდვილი“ – დავინახ- ავთ, რომ მისი პირველი სიტყვები ზუსტად და სრულად გამოხ- ატავს სახარებისეულ რწმენას ქრისტესადმი, ღვთის სიტყვის ისტორიულ განხორციელებას; ლოცვის დასასრული კი გამოხატ- ავს სიყვარულის ურთიერთობის მთელ მრავალწახნაგა სიმდიდრეს, რომელიც ღმერთსა და მის ქმნილებას შორის არსებობს.

იესოს ლოცვა ცნობილია მრავალრიცხოვან მართლმადიდებელთათვის, როგორც ლოცვითი კანონი ანდა მისი დამატება, როგორც თაყვანისცემის ერთ-ერთი ფორმა, შესაძლებლობა მეყ- სეული ლოცვითი თავისმოყრისა, რომელიც ნებისმიერ წუთს, ნებისმიერ გარემოებაში მისაწვდომია.
მრავალნი წერდნენ ლოცვის ფიზიკურ ასპექტებზე, სუნთქვით ვარჯიშებზე, გულისცემისკენ ყურადღებაზე და მთელ რიგ სხვა, ნაკლებმნიშვნელოვან ნიშნებზე. სათნოებათმოყვარეობა აღსავსეა მსგავსი მითითებებით გულისმიერ ლოცვაზე, სუფიზმის მიერ გამომუშავებული ტექნიკური მაგალითების მოყვანითაც კი. ძვე- ლი და თანამედროვე მამები ამ თემაზე მუშაობდნენ და მუდამ ერთ დასკვნამდე მიდიოდნენ: არასოდეს არ უნდა მოჰკიდო ხელი ფიზიკურ ღვაწლს სულიერ მოძღვრის მხრიდან უცილობელი ხელმძღვანელობის გარეშე.

მაგრამ რაც ყველასთვის მისაწვდომია, რაც ღვთისგან გვებოესაა თავად ლოცვა, სიტყვების გამეორება ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, ენის მოძრაობის გარეშეც კი; ლოცვა, რომლით სარგებლობაც შინაგანი ფერისცვალებისთვის სისტემატიურად საჭიროა. სხვა რომელიმე ლოცვაზე უფრო მეტად, იესოს ლოცვა მიმართულია იქითკენ, რომ ჩაგვაყენოს ღვთის მყოფობაში მხოლოდ იმ აზრითა და იმ სასწაულის შემეცნებით, რომ ჩვენ აქ ვართ და ღმერთი ჩვენთანაა, რამეთუ როდესაც იესოს ლოცვას ვლოცულობთ, ღვთისა და ჩვენ გარდა არავინ და არაფერი არ არსებობს.

იესოს ლოცვა ორმხრივად გამოიყენება: ეს ღვთის თაყვანის- ცემის ისეთივე აქტია, როგორც ნებისმიერი სხვა ლოცვა, ასკეტიკის დონეზე კი ეს ფოკუსია, რომელიც ყურადღებას ერთად მოკრებს და შესაძლებელს ხდის მის დამარხვას ღვთის თანამყოფობაში.
ეს ლოცვა ძალზე კეთილი, მეგობრული, მუდამ ახლობელი და სრულიად პირადი თანამგზავრია, მისი გამეორებისას მოჩვენებითი ერთფეროვნების მიუხედავად. ის სიხარულსა თუ მწუხარებაში (როდესაც ჩვეულებად იქცევა) ხდება ძალა, სულის განმაცხოველებელი, მუდამ მზადმყოფი ღვთის ნებისმიერ მოწოდებაზე გამოსახმაურებლად. წმიდა სიმეონ ახალი ღვთისმეტყვე- ლის სიტყვა გამოყენებადია ყველა მის ქმედებაში ჩვენზე: „ყველა დანარჩენს, რაც ამასთან ერთად ხდება, მოგვიანებით შეიტყობ”.


წყარო: წიგნი – ლოცვის სკოლა ნაწილი I.

სრულად წაკითხვა