ქრისტეს ნათელი და ადამიანის ფერისცვალება – არქიმანდრიტი პეტრე (ესექსელი)

4 months ago 17

ფერისცვალების დღესასწაულს განსაკუთრებული სათქმელი აქვს ჩვენი დროებისთვის, რადგან ის ავლენს ადამიანისთვის უფლის მიერ დასაბამიდან განსაზღვრულს დიდებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ დროში, როდესაც ადამიანი ძლიერ ადაგვარებას განიცდის. ადამიანებმა დაკარგეს ცხოვრების მიზანი და შთაგონება, ხოლო ეს დღესასწაული გვევლინება, როგორც გამოსავალი ამ ჩიხიდან.

მალევე როდესაც პეტრემ აღიარა იესუს ღმერთობა, ქრისტემ თქვა: „არიან ზოგიერთები აქ მდგომთაგან, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს, ვიდრე არ იხილავენ ძეს კაცისას, მომავალს თავისი სუფევით“. სიტყვებში ,„ძე კაცისა, მომავალი თავისი სუფევით“, იგულისხმებოდა ფერისცვალების მოვლენა. მამა სოფრონი ანიშნავს, რომ პეტრეს დამოწმებამ აჩვენა, რომ მოციქულების ქრისტესადმი რწმენა და სიყვარული გაძლიერებულიყო და ისინი მზად იყვნენ თაბორზე უფლის გამოცხადების მისაღებად. მამა სოფრონი ასევე განმარტავს, რომ თაბორის მთაზე ქრისტეს ლოცვის ხასიათი ჰგავდა მის ლოცვას გეთსიმანიაში და სწორედ ასეთი ლოცვის მხურვალებაში ცვალა ფერი მოციქულების წინაშე.

მაშასადამე, მოციქულებს, უფლის დიდების სახილველად, თვალები აუხილა არა მხოლოდ რწმენამ და სიყვარულმა, არამედ, რაც მთავარია, ქრისტეს ლოცვამ, რათა მოგვიანებით, ჯვარცმულის ხილვას უკიდეგანო სასოწარკვეთაში არ ჩაეგდო ისინი. წმინდა წერილი გვეუბნება, რომ „ნათელმა ღრუბელმა დაჩრდილა ისინი“. მამა სოფრონი განმარტავს, რომ ეს იყო სული წმიდას ნათება და სუნთქვა. შემდეგ, მოესმათ მამა ღმერთის ხმა ღრუბლებიდან, რაც გამოცხადების დაგვირგვინება იყო.

ერთგვარად, ფერისცვალება ლოცვის დღესასწაულია. ის ძალიან ძვირფასია ისიქასტებისთვის, რადგან ლოცვას ზეიმობს. ისიქასტები არიან ადამიანები, რომლებიც სიცოცხლეს უძღვნიან, გონების გულში მოქცევით, ღმერთის წინაშე წარდგომას და ეზიარებიან უფლის მადლს, რომელიც ხშირად სინათლის სახით განიცდება. თაბორის მთაზე ასევე ვხედავთ მოსესა და ელიას, რომლებიც რჯულის კანონისა და წინასწარმეტყველთა სახეები არიან. ისინი ქრისტესთან ერთად ჩნდებიან, რადგან თავად ქრისტზეა რჯულის კანონისა და წინასწარმეტყველთა ერთიანობა და მიზანი და სწორედ საუკეთესოთა შორის საუკეთესონი დგანან მის გვერდით.

[არქიმანდრიტი ზაქარია: მამა სოფრონი ხაზს უსვამდა, რომ ფერისცვალების ხატის შესწავლით დიდი გაკვეთილის მიღება შეგვიძლია.  ცენტრში ვხედავთ ქრისტეს, ხოლო მოსე და ელია, ძველი აღთქმის წარმომადგენლები, მის გვერდით დგანან და თავს უხრიან, როგორც მსახურები. ქრისტე მათ შორისაა ვითარცა ყოვლისშემძლე ღმერთი, ყველა საღვთო გამოცხადების უნიკალური წყარო, სამყაროს დასაწყისიდან დასასრულამდე ყველა საღვთო გადმოცემის ცენტრი. მასში ძველი აღთქმა ერთიანდება ახალში, რადგან ორივე წმინდა წერილში, ის არის ყოველი გამოცხადების უნიკალური ავტორი, რამეთუ თავადაა ღმერთის სიტყვა.]

მოსესა და ელიას თაბორის მთაზე გამოჩენას სხვა მიზეზიც აქვს. ისინი მთელი სიცოცხლის განმავლობაში, გამუდმებით ეძიებდნენ ღმერთის სამსჯავროს. ოსე შეეკამათა კიდეც უფალს. როდესაც სინას მთაზე სთხოვა გამოეცხადებინა თავი მისთვის, ღმერთმა შეუსრულა სურვილი და მხოლოდ „თავისი ზურგი“ ანახა, რადგან არავის ძალუს იხილოს ღმერთი და ცოცხალი დარჩეს. სინას მთა ბნელი ღრუბლით დაიფარა, ხოლო დღეს თაბორს გაბრწყინებულს ვხედავთ ნათელი ღრუბლით, რაც ნიშნავს რომ ეს თეოფანია (ღმერთის ხილული გამოცხადება) ძველი აღთქმისეულ ნებისმიერ გამოცხადებაზე უდიდესია. ელია ორმოცი დღის განმავლობაში ლოცვით მიდიოდა ქორების მთისკენ, სადაც უფალი „წულილისა ნიავისა“ სახით გამოეცხადა. ორმა წინასწარმეტყველმა უფალთან საუბარი ამ სოფელში ისწავლეს და ლოცვა მათ მარადისობაში გაჰყვა. ახლა ვხედავთ მათ თაბორზე ღვთის სიტყვის გვერდით, მასთან პირისპირ მოსაუბრეთ, როგორც ადამი დაცემამდე.

ფერისცვალების დღესასწაული გვასწავლის, რომ ის, რასაც მარადისობაში ველით იწყება ამ ცხოვრებიდან: თუ უფლის წინაშე დგომისა და მასთან ლოცვაში საუბრის გამოცდილებას არ შევიძენთ ამ სოფელში, დარწმუნებულნი არ უნდა ვიყოთ, რომ ამის გამოცდილება მარადისობაში გვექნება. ამას უფრო მკაფიოდ გამოხატავს მამა სოფრონი: „თუ კი საკუთარ თავს არ შევცვლი ამ ცხოვრებაში და არ დავემსგავსები უფალს, როგორ უნდა ველოდო რომ მასთან სამუდამოდ ვიქნები?“

ფერისცვალების საიდუმლო ეკლესიაში მუდმივად აღესრულება , რადგან ქრისტე ჩვენ თვალწინ გამუდმებით გარდაიქმნება. ადამიანებს უფალთან მიახლების სამი მთავარი საშუალება გვაქვს: მისი სახელის მოხმობა, მისი სიტყვა და საღვთო ლიტურგია. ქრისტეს სახელის მოუკლებელი მოწოდება ხშირად შრომატევადი, რთული საქმეა, მაგრამ ზოგჯერ, თითქოს ქრისტე გულის თვალებს აგვიხელს და ჩვენ შევიგრძნობთ მის სახელში მოქცეულ ღვთიური სიცოცხლის ძალას. შემდეგ აღმოვჩნდებით უფლის წიაღში, რაც განგვწმენდს, განგვანათლებს და გვაკურთხებს. წმ. სილუანმა ქრისტეს სახელს მოუხმო  მისი ხატის წინაშე და სანაცვლოდ ცოცხალი ღმერთი იხილა.

ჩვენ ხშირად ვკითხულობთ წმინდა წერილს, მაგრამ დგება წუთი, როდესაც ერთი რომელიმე სიტყვა გარდაიქმნება ჩვენს არსებაში. ღმერთის ყველა საიდუმლო და ჩვენი დაცემულობა განგვიცხადდება და თვალებიდან ცრემლის მდინარეები იწყებს დენას. ეს არის ფერისცვალება ჩვენში. ემაუსის გზაზე , ლუკასა და კლეოპას ქრისტემ თვალები აუხილა, რათა წმინდა წერილები ანთებული გულით შეემეცნებინათ. ბერი ხარლამპი ამბობს, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ლიტურგიას აღასრულებდა, ახლებურად შეითვისებდა მას. მართლაც, უფლის საიდუმლოებები იმდენად უსასრულოა, რომ სრულად ვერასდროს გავიგებთ.

თაბორის მთაზე, ქრისტე ანათებდა, როგორც მზე და მოციქულები მას კვლავ ხორცში ხედავდნენ, მაგრამ როდესაც ღრუბელი გადაეფარა, იხილეს, როგორც სული; ისინი ფიზიკურისა და ადამიანურიდან გადავიდნენ სულიერსა და ღვთაებრივში. მსგავსად ამისა, არ არის საკმარისი რომ უბრალოდ გვწამდეს. დემონებსაც სწამთ ქრისტეს ჭეშმარიტი ღმერთობის და კრთიან მის წინაშე, მაგრამ ეს არ არის მაცხოვნებელი რწმენა. უფლის საიდუმლოებასთან მიახლოებისას, ამ სოფელშივე აუცილებლად უნდა განვიცადოთ ხორციელიდან სულიერში, ადამიანურიდან ღვთაებრივში გადასვლა.

თუ კი ჩვენ წინაშე ფართოდ გაიღება ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს საუკუნო სამეფოს კარი“ ამ სოფელშივე, რატომ არ უნდა ვისწრაფოთ და მივიტაცოთ იგი? მოჩვენებითი სიმდაბლის გამო არ უნდა დავიხიოთ უკან, თითქოს უღირსნი ვიყოთ, რადგან დღესასწაულის ტროპარი გვეუბნება:გამოგვიბრწყინე ჩუენცამ ცოდვილთა ნათელი შენი მიუაჩრდილებელი“. ჭეშმარიტი სიმდაბლე და სინანული გვექნება, როდესაც ჩვენი მოწოდების ნამდვილ სიდიდეს დავინახავთ და გავიაზრებთ რამდენად შორს ვართ მისგან. უფალმა ჩვენში მისი ძიების სურვილი ჩანერგა, ამიტომაც ადამიანისთვის ბუნებრივია ეძებდეს „სხვას“, რასაც მისი ფიზიკური თვალი ვერ ხედავს. ეს „სხვა“ მას ეძლევა მადლთან ზიარებით, რომლითაც შეიმოსება უფლის დიდებული მადლით, საღვთო სამოსით, რაც არის თაბორის ნათელი.

ხორცში დროებითი მყოფობის დროს, როგორც მამა სოფრონმა დაწერა ერთ-ერთ ლოცვაში, ბევრმა იხილა ქრისტე ფიზიკური თვალით, მაგრამ ცოტამ თუ შეძლო მისი დიდების დანახვა. მათ შორის, უპირველესი იყო ღვთისმშობელი. იორდანეში ნათლისღებისას მხოლოდ წმ. იოანე ნათლისმცემელმა იხილა ქრისტეს დიდება: „აჰა, ტარიგი ღვთისა“. მან აღიქვა ღვთის განაჩენი, რომ ქრისტე ქვეყნიერების ცოდვების სატვირთველად მოვიდა. პეტრე, იაკობ და იოანე ასევე ღირსნი გახდნენ, ეხილათ ეს დიდება თაბორზე. დღემდე ყველა თაობაში, არიან მცირედნი, რომელთაც მოციქულების მსგავსად ფერისცვალების დიდებულების ხილვა შეუძლია; და შესაძლოა კიდევ უფრო ნაკლები იყოს ის, ვისაც ასევე ესმის ღვთის ხმა. თავიანთი ლოცვით ისინი ხდებიან საფუარნი, რომელიც „მთელ ცომს…“ მთელ სამყაროს „აფუებს“.

თაბორის ნათლით განათებული, ადამიანი ხდება შუამავალი ღმერთსა და მის თანამოძმეებს შორის, სამეფო სამღვდელოება, რომელიც ემსახურება ღმერთთან საკუთარ შერიგებას,  მაგრამ ასევე – მთელი მსოფლიოს ხსნას. მართლმადიდებლურ ეკლესიაში არსებობს ასეთი წმინდა მამების ტრადიციის განუწყვეტელი ჯაჭვი, რომლებმაც გამოსცადეს ღვთის ნათელი. ბევრი ჩვენგანი ალბათ ვერასდროს იხილავს ღვთის ამ ნათელს; რადგან ღმერთი არ იძლევა თავის მადლს გონიერების გარეშე, რამეთუ, ჩვენ აბრალო მოღალატეები ვართ. შემთხვევითი არ არის, რომ ფერისცვალებაზე ჯვრის კატავასიას ვმღერით. რადგან სწორედ პატიოსანი ჯვრის მეშვეობით ხდება თაბორის ნათელი ჩვენი მარადიული საკუთრება. მამა ღმერთი ამბობს: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც სათნოა ჩემთვის, , მაგისი ისმინეთ“, რაც ნიშნავს: „იყავით მისი მორჩილი“. სადაც არის ღვთიური მცნების მორჩილება, – ჯვრის საიდუმლოც მოქმედებს.

ამრიგად, ჩვენ მოწოდებულნი ვართ უფლის მოსასმენად, რაც ნიშნავს, მივყვეთ მის მოგზაურობას თაბორიდან გოლგოთამდე. მართლაც, თაბორის ნათელი სრული ჯვარცმაა მისთვის, ვინც ამას გამოცდის.


წყარო: pemptousia.com

სრულად წაკითხვა