ამ თანხით დამკვეთი ითხოვს „კრეატიულ კონცეფციის“ განხორციელებას:
- 200 დრონისგან შემდგარი, 10-15 წუთიანი, 8-10 ვიზუალით დრონების შოუ;
- „ვიდეოკონტენტის კონცეფციის, სცენარისა და სტორიბორდის მომზადება“;
- „ვიდეორგოლების გადაღება და პოსტპროდაქშენი“;
- „სპიკერების გამოსვლების ტექსტების სტრუქტურისა და სცენარის მომზადება“;
- „ღონისძიების სრული შოუ-სცენარის წუთობრივი შემუშავება“;
- „ღონისძიების ტექნიკური და ვიზუალური რეჟისურა“;
- „ღონისძიების ვიდეოგადაღება და შემდგომი ვიდეომასალის მომზადება“;
- „სინქრონული თარგმანი 50 ყურსასმენით“;
- „პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლაციის უზრუნველყოფა (პირდაპირი ტრასლაცია სოციალურ ქსელში)“;
- „შემსყიდველთან შეთანხმებით მაღალი სტანდარტის ფურშეტი არანაკლებ 400 ადამიანზე“.
ღონისძიება 20 ივლისს, 15:00 საათზე უნდა გაიმართოს.
საქართველოს მთავრობა ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში, ტექნოლოგიური ჰაბის გახსნას ჯერ კიდევ 2025 წლისთვის აპირებდა. ამისთვის ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტიდან 12 მილიონი ლარი გამოყო. IT ჰაბის მოწყობის იდეა „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის წინამორბედს, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნოდა.
პარლამენტის ყოფილი შენობა ქუთაისში წლებია უფუნქციოდაა. გამჭვირვალე შენობა ქუთაისში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს აშენდა.
ამ შენობაში სრულყოფილად მხოლოდ 2012 წლის მოწვევის პარლამენტმა იმუშავა, შემდეგ კი საკანონმდებლო ორგანომ მუშაობა გააგრძელა მხოლოდ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობაში.

1 week ago
32







English (US) ·
Georgian (GE) ·