WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

32

ქუთაისში, რიონ ჰესთან ავტომობილი გადავარდა, რომელშიც სავარაუდოდ 2 ადამიანი იმყოფებოდა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. მყვინთავ-მაშველები ავტომობილში მყოფ პირებს ეძებენ.

შსს -ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.