გუშინ საქართველომ ივნისის თვის პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც ჩვენმა გუნდმა დინამო არენაზე ფარერებს 1:0 აჯობა.
როგორც იცით, საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიფას მსოფლიო რეიტინგის 68-ე პოზიციას იკავებს, ფარერებთან გამარჯვების შემდეგ კი 2.49 ქულა დაგვემატა და ჩრდ.მაკედონიას ძალიან მივუახლოვდით.
სავარაუდოდ, კაბო ვერდესთან თამაშის შემდეგ საქართველო 67-ე ადგილზე გადავა, რადგან ჩრდ.მაკედონია იქამდე ბელგიას სტუმრობს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქულების აღება შეძლოს.