WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

მომღერალი მიშო სულუხია ფეისბუქ გვერზე წერს, დღეს საღამოს, მეგობართან მიმავალს, ლისის ტბაზე ქუჩაში დახვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გადაუკეტეს გზა, გადმოსვეს ტაქსიდან და ტელეფონი წაართვეს.

„მეუბნებოდნენ, რომ სამართალდამცავები იყვნენ, თუმცა არც ერთმა არ გამიმხილა ვინაობა, არ წარმომიდგინა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მომაქციეს ალყაში და შემიზღუდეს მოძრაობა. ასე გაგრძელდა 1 საათზე მეტ ხანს. ტელეფონზე მირეკავდა 87 წლის მოხუცი ბებია, რომლისათვისაც პასუხის გაცემის ნებას არ დამრთეს. დათვალიერებისას არ აღმომაჩდა არანაირი კანონსაწინააღმეგო ნივთიერება და ვიყავი სრულიად ფხიზელი. დამიმტვრიეს ტელეფონის ეკრანი, ვითხოვდი შველას, თუმცა ვერავის გავაგონე ხმა. ვთხოვდი დაებრუნებინათ წართმეული ტელეფონი, მაგრამ ამაოდ. ვხედავდი, როგორ ამზადებდნენ შავ იზოლენტაში გადახვეულ ნივთს, რა დროსაც ამ დაჯგუფებას გავექეცი. ჩემი სპორტული მონაცემების წყალობით შვიდიდან ვერც ერთმა შეძლო დამწეოდა“, – ნათქვამია სულუხიას გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

მისი თქმით, ტაქსის მძღოლი კვლავ ადგილზე ჰყავთ დაკავებული, და ემუქრებიან აღიაროს, რომ ჯგუფურ დანაშაულში ჩართული.

„რაც შევძელი იყო ის, რომ ამ დაჯგუფებას გამოვექეცი. ვიარე ტყეღრე, და ახალგაზრდა ადამიანებს ვთხოვე დახმარება, რომ ფეისბუქთან მქონოდა წვდომა, მომესწრო და ეს განცხადება დამეწერა. მთავაზობდნენ სცენარს, რომ მეღიარებინა დანაშაული, რასთანაც კავშირი არ მაქვს. SOS! გთხოვთ, ვინმე დამეხმაროთ. ვარ კომუნიკაციის გარეშე. პირველ რიგში, ვითხოვ ჩემი ტელეფონისა და პირადი მონაცემების ხელშეუხებლობას და მსურს სახალხო დამცველთან გასაუბრება“, – წერს სულუხია.