„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
მთაწმინდის რაიონში, ოქროყანის რეზერვუარზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 8/11/2026 11:00 საათიდან 8/12/2026 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ოქროყანა „გ“ ზონას, მეფუტკრეობის დასახლებას, ოქროყანაში - ნიკო ბურის, რევაზ ლაღიძის, ცივი წყაროს, ვასო აბაშიძის, სატყეოს და გალაკტიონ ტაბიძის ქუჩებს.
ვაკის რაიონში, რ.ჩხიკვაძის ქ.N1-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 8/11/2026 23:00 საათიდან 8/12/2026 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: რამაზ ჩხიკვაძის ქ. N 2, 4, 4ა, 16.
საბურთალო, ბუდაპეშტის ქ. N7-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 8/10/2026 21:10 დან 8/11/2026 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ბუდაპეშტის N 7.
წყარო: primetime.ge
sport24