ღაზის სექტორზე ისრაელის დარტყმის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, იტყობინებიან ექიმები. საავადმყოფო კამალ ადვანის თანახმად, დევნილების საცხოვრებელ სახლზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა გვამები მან მიიღო.
ბეიტ-ლახიაში მდებარე ამ საავადმყოფოს ცნობით, დაღუპულთა შორის რვასულიანი ოჯახი, მათ შორის ოთხი ბავშვი, მათი მშობლები, ორი ბაბუა და ბებია.
ისრაელის არმიას, რომელიც ოქტომბრის მერე აწარმოებს ოპერაციას ღაზის ჩრდილოეთში მომხდარის გარშემო კომენტარი არ გაუკეთებია.
ნუსეირატში - დევნილთა ბანაკზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა, იუწყება ალ-ავდას საავადმყოფო. დაღუპულთა შორის ორი ბავშვია, მათ მშობლები და სამი ნათესავი.
ღაზაში ომი დაიწყო შარშან ოქტომბერში ისრაელის სამხრეთზე ჰამასის (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) თავდასხმის საპასუხოდ, როცა ისრაელმა გადაწყვიტა ჰამასის განადგურება.
ამ ინციდენტის დროს 250 პირი, სხვათა შორის ბავშვები და ხანდაზმულები, გაიტაცეს. ასამდე მძევალი კვლავ ღაზაშია, ვარაუდობენ, რომ მესამედი მკვდარია.
ღაზის სექტორში ისრაელის საჰაერო და სახმელეთო თავდასხმებს, ავტონომიის ჯანდაცვის სამსახურით მონაცემებით, 44 ათასი პალესტინელი ემსხვერპლა. ამავე ცნობით, დაღუპულთა ნახევარზე მეტი ქალები და ბავშვები არიან, მაგრამ აქვე არ არის ცალ-ცალკე გამოყოფილი მეომრების და სამოქალაქო პირების რაოდენობა.
ისრაელის თანახმად, მან 17 ათასი მებრძოლი მოსპო, მაგრამ ამის მტკიცებულება არ მოაქვს.