„ღამის სერენადების“ ფარგლებში შემოქმედებითი მასტერკლასი ჩატარდა

ტექსტის ზომა 100%
„ღამის სერენადების“ ფარგლებში შემოქმედებითი მასტერკლასი ჩატარდა
WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

კითხვის დრო: 3 წთ.

„ღამის სერენადების“ ფარგლებში შემოქმედებითი მასტერკლასი ჩატარდაფესტივალ „ღამის სერენადების“ ფარგლებში, კავშირ „მშობელთა ხიდის“ ბენეფიციარებისთვის მასტერკლასი გაიმართა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის მასტერკლასი მხატვარ-დიზაინერმა ნინო მირიანაშვილმა ჩაატარა.
მასტერკლასი კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა და მასში მონაწილეობა 30-მდე შშმ პირმა მიიღო.
1mast
„ღამის სერენადები“ საქართველოში მუსიკალური ფესტივალის ჩატარების ტრადიციას მეოცე საუკუნის 80-იანი დასაწყისიდან განაგრძობს. მისი დამაარსებელი ლიანა ისაკაძეა. სამხატვრო ხელმძღვანელი კი – გიორგი ისაკაძე. ფესტივალის დირექტორია ნინა ცაგარელი, ორგანიზატორი – კომპანია „არტ ალიანსი“.

ნინო მირიანაშვილი, მხატვარ-დიზაინერი:

“ვიოლინოს ლეგენდარული ვირტუოზის, ლიანა ისაკაძის მიერ დაარსებული საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადების“ ფარგლებში ჩატარდა განსაკუთრებული შემოქმედებითი მასტერკლასი „ვენეციური ნიღბები“, რომელიც სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის მოეწყო. ღონისძიების ფარგლებში ბავშვებმა ნამდვილი ვენეციური კარნავალის ატმოსფეროში გადაინაცვლეს. წინასწარ მომზადებული ქაღალდის საფუძვლების გამოყენებით, მოსწავლეებმა საკუთარი ხელით გააფორმეს და შექმნეს უნიკალური, ფერადი ნიღბები — დააწებეს სხვადასხვა ფორმის ქაღალდები ნიღბებს და შეაბეს ელეგანტური ლენტები.

1mas

ეს პროცესი არ ყოფილა მხოლოდ მხიარული და შემოქმედებითი დღესასწაული: ფერად დეტალებთან მუშაობა და მათი დაწებება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოსწავლეთა წვრილი მოტორიკის, ყურადღების კონცენტრაციისა და კოორდინაციის განვითარებას.
გულწრფელ მადლობას ვუხდით ფესტივალის დირექტორს, ქალბატონ ნინა ცაგარელს, ამ განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი შეხვედრის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის. „ღამის სერენადების“ მხარდაჭერით გამართულმა მასტერკლასმა ბავშვებს უამრავი ღიმილი, დადებითი ემოცია და შემოქმედებითი სიხარული აჩუქა, ხოლო მათ მიერ შექმნილი ნიღბები ინდივიდუალური ფანტაზიისა და ნიჭის ბრწყინვალე გამოვლინებად იქცა.”

Artinfo.ge

სრულად წაკითხვა
📢 თქვენი რეკლამის ადგილი
განათავსეთ ბანერი და მოიზიდეთ ათასობით მომხმარებელი
✈️ Telegram: @WeboGeorgeIDS