ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალმა BIAFF 2026 გამარჯვებულები გამოავლინა

ტექსტის ზომა 100%
ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალმა BIAFF 2026 გამარჯვებულები გამოავლინა
WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

კითხვის დრო: 4 წთ.

ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალმა BIAFF 2026 გამარჯვებულები გამოავლინაბათუმში მეოცე საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალის საზეიმოდ დაიხურა. ბათუმის დრამატულ თეატრში გამართულ ცერემონიას კინოინდუსტრიის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

biaf 1
ფესტივალზე დაჯილდოვდნენ: პოლონელი რეჟისორი, ევროპის კინოაკადემიის ყოფილი პრეზიდენტი აგნეშკა ჰოლანდი, მსოფლიოში ცნობილი პროდიუსერი მაიკ დაუნი და ლეგენდარული ქართველი რეჟისორი თემურ ბაბლუანი.

bia 1

წელს საკონკურსო პროგრამაში 10 სრულმეტრაჟიანი და 20 მოკლემეტრაჟიანი ფილმი იყო წარდგენილი. ბათუმის დრამატულ თეატრში გამართულ ღონისძიებაზე ჟიურიმ კინოფესტივალის გამარჯვებულები გამოავლინა. ჯილდოები გადაეცათ:
BIAFF 2026 საუკეთესო ფილმი – ლენს ჰამერი, „დედოფალი ზღვასთან“ (დიდი ბრიტანეთი)
საუკეთესო რეჟისორი – ლევან კოღუაშვილი, ,,გურია”
საუკეთესო მამაკაცი მსახიობი – კახა ჭოლაძე, „გურია“
საუკეთესო მსახიობი ქალი – ანა კეპლერ მარშალი, „დედოფალი ზღვასთან“
სპეციალური აღნიშნვნა – გიორგი გიგაური, “მთვარე მამაა ჩემი”

მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჟიურის მთავარი პრიზი – „მწველი სურნელის ჩურჩული“ (სომალი/ავსტრია/გერმანია). სპეციალური აღნიშვნით დაჯილდოვდა მარიამ ხაჭვანი – „მემკვიდრეობითი სიჩუმე“ (საქართველო), დალია კელეში – „გრავიტაცია“ (თურქეთი) და კამილა საგინტკა – „რა ჩაიდინე, ზარინა?!“ (ყაზახეთი).

ქართველ კინო კრიტიკოსთა ჟიურიმ ოლღა (ლალა) თაბუკაშვილის სახელობის პრიზი განსაკუთრებული სამსახიობო ანსამბლისთვის ლევან კოღუაშვილის ფილმს “გურია” გადასცა. სპეციალური აღნიშვნა კი გიორგი ოვაშვილის ფილმმა “მთვარე მამაა ჩემი” დაიმსახურა.

ახალგაზრდული ჟიურის რჩეული კი რაფაელ მანუელის ფილმი “ფილიპინიანა” (სინგაპური/დიდი ბრიტანეთი/ფილიპინები/საფრანგეთი) გახდა, რომელსაც გიორგი გოგიბერიძის სახელობის პრიზი გადაეცა. ახალგაზრდული ჟიურის სპეციალური აღნიშვნა მიიღო გიორგი ოვაშვილის ფილმმა “მთვარე მამაა ჩემი”. გიორგი ოვაშვილი ფესტივალზე ასევე დაჯილდოვდა რეზო ჩხეიძის სახელობის პრიზით ფილმის “მთვარე მამაა ჩემი” საუკეთესო რეჟისურისთვის.

bi 1

8 საფესტივალო დღის განმავლობაში ბათუმი 100-მდე ფილმის ჩვენებას მასპინძლობდა. ფესტივალის პროგრამა მოიცავდა საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსებს, „დიდოსტატთა კოლექციას“, სექციას „მუსიკა კინოში“ და არასაკონკურსო ფილმების ჩვენებებს. ფესტივალის ფარგლებში კინოს მოყვარულებს შესაძლებლობა ჰქონდათ ეხილათ ქართული კინომემკვიდრეობის აღდგენილი ფილმები, ქართული ანიმაციები. ჩვენებები ბათუმში ოთხ ლოკაციაზე გაიმართა: ბათუმის დრამატული თეატრი, კინოთეატრი კავეა გრანდ მოლი, ევროპის მოედანი და ივერია ბიჩზე.

ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, ქ.ბათუმის მერია, ქართული ფილმი, საქართველოს ეროვნული არქივი, იტალიის საელჩო საქართველოში.

სპონსორები: ,,იელთი ჯგუფი’’, სასტუმრო ,,ლე მერიდიენ ბათუმი’’, სასტუმრო ,,ჰემპტონ ბათუმი’’,კინოთეატრი ,, კავეა გრანდ მოლი’’,კომპანია ,,კონფერენს ჯგუფი’’,კომპანია ,,ნაბეღლავი, ,,ივერია ბიჩი’’, სოფიე ბაკურიძეს სტუდია.

საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2’’, ტელეკომპანია ,,იმედი’’,ინგლისურენოვანი ყოველდღიური გამოცემა ,,The Messenager’’, ,,Georgia Today’’-ინგლისურენოვანი მედია, რადიოჰოლდინგი ,,ფორტუნა’’, ,,არეალ მედია’’, ,, Billboard Georgia’’,საინფორმაციო სააგენტო ,,პრაიმ ტაიმი’’, საინფორმაციო სააგენტო ,,აიპრეს ჯი’’, ,,პალიტრა ნიუსი’’, საინფორმაციო პორტალი ,,ამბები ჯი’’, Film New Europe (FNE) კინოინდუსტრიის საერთაშორისო მედიაპლატფორმა, Cineuropa – ევროპული კინოს საერთაშორისო მედიაპლატფორმა.

Artinfo.ge

სრულად წაკითხვა
📢 თქვენი რეკლამის ადგილი
განათავსეთ ბანერი და მოიზიდეთ ათასობით მომხმარებელი
✈️ Telegram: @WeboGeorgeIDS