„ღამის სერენადებმა“ შშმ პირებისთვის ვორკშოპი ჩაატარა

1 month ago 26

„ღამის სერენადებმა“ შშმ პირებისთვის ვორკშოპი ჩაატარალიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“ ფარგლებში კავშირ „მშობელთა ხიდის“  ბენეფიციარებისთვის  ვორკშოპი გაიმართა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის მასტერკლასი მხატვარ–დიზაინერმა ნინო  მირიანაშვილმა ჩაატარა. „მშობელთა ხიდის“ ბენეფიციარებმა მონაწილეობა მიიღეს ვორკშოპში „პაპიე მაშე – გაცოცხლებული ყვავილი“, მათ  დეკორატიული ყვავილი, პაპიე მაშეს ტექნიკით შექმნეს.

ნინა ცაგარელი, „ღამის სერენადების“ დირექტორი:

„უკვე მე-5 წელია ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადების“ ფარგლებში საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად ვატარებთ ვორკშოპებს ამ საოცარი ბავშვებისთვის. მადლიერების ემოცია, რომელსაც ისინი გვჩუქნიან, დაუვიწყარია მთელი წლის განმავლობაში მთელი ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფისთვის.“

ნინო მირიანაშვილი, დიზაინერი:

„დღეს გვქონდა ძალიან საინტერესო მასტერკლასი ბავშვებთან, გავაკეთეთ ულამაზესი ყვავილები ქაღალდებისგან. ეგონათ, ვერ შეძლებდნენ, მაგრამ ფანტასტიkურად გაართვეს თავი. არაჩვეულებრივი ნამუშევრები შექმნეს პაპიე მაშეს ტექნიკით ხელსახოცებისგან საღებავის დამატებით.

ამ ბავშვებთან მასტერკლასს რამდენიმე წელია „ღამის სერენადების“ ფესტივალის დამსახურებით ვატარებ. ძალიან მიყვარს თითოეული მათგანი, ცდილობენ, მაქსიმალურად კარგად გააკეთონ ყველაფერი. ამ მასტერკლასებით ბავშვები ხელოვნების სხვადასხვა ასპექტებს ეცნობიან, უმუშავდებათ მოტორიკა, თითების მოძრაობა, ეხვეწებათ გემოვნება და რაც მთავარია, ამ ყველაფერს გამოიყენებენ ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე: როგორც საჩუქარი, უსახსოვებენ საყვარელ ადამიანებს, სახლს მორთავენ, საერთო სივრცეს მორთავენ დიზაინერებივით.

დიდი მადლობა ფესტივალის ხელმძღვანელობას, რომ ყოველ წელს ამ ბავშვებს აბედნიერებს და ახალისებს და მეც მაძლევს საშუალებას, გავულამაზო ერთი დღე.“

თეონა ყაჭეიშვილი „მშობელთა ხიდის“ თავმჯდომარე:

„30 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი და ახალგაზრდა ტრადიციულად იღებს მონაწილეობას ამ მასტერკლასებში. არაჩვეულებრივი დიზაინერი მათ ასწავლის ახალ ტექნიკას, უვითარებს ახალ უნარ-ჩვევებს, რაც მთავარია პოზიტიური განწყობით. ეს ყველაფერი კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აბ ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის.“

15 სექტემბრიდან „ღამის სერენადები” კონცერტებს თბილისში გამართავს. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში 15 სექტემბერს ბეატრიჩე ვენეცი (დირიჟორი, იტალია), სანდრო ნებიერიძე (ფორტეპიანო, საქართველო) და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი შეასრულებს ოტორინო რესპიგის რომის პინიებს, სერგეი რახმანინოვის საფორტეპიანო კონცერტს No. 3 რემინორი, თხზ. 30.

17 სექტემბერს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, დიდი დარბაზი მარიამ როინიშვილის (სოპრანო, საქართველო), გიორგი ოიკაშვილის (კლარნეტი, საქართველო) და ფესტივალის საბაზო ორკესტრის “საქართველოს ვირტუოზები” (პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე) ერთობლივ კონცერტს უმასპინძლებს.

„ღამის სერენადები” 18 სექტემბერს თბილისსის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაგრძელდება და ჩეხი კომპოზიტორის ბედრჟიხ სმეტანას 200 წლის იუბილეს მიეძღვნება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ გიორგი შავერზაშვილი (ფორტეპიანო, საქართველო) და გიორგი ხაინდრავა (ვიოლინო, საქართველო). მუსიკოსები ბედრჟიხ სმეტანას და ანტონინ დვორჟაკის ნაწარმოებებს დაუკრავენ.

წლევანდელი ფესტივალი  20 სექტემბერს თბილისი ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში საზეიმოდ დაიხურება. დასკვნით კონცერტზე მსმენელის წინაშე წარსდგებიან ანდრეს გაბეტა (ვიოლინო / დირიჟორი, საფრანგეთი), მორის შტიგერი (ბლოკ ფლეიტა, შვეიცარია) და ფესტივალის საბაზო ორკესტრი საქართველოს ვირტუოზები (პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე).

„ღამის სერენადებმა“ შშმ პირებისთვის ვორკშოპი ჩაატარა„ღამის სერენადებმა“ შშმ პირებისთვის ვორკშოპი ჩაატარა

სრულად წაკითხვა