ღარიბაშვილი ეხმაურება მის შესახებ გავრცელებულ ცნობებს - ცემაზე და პარტიის დატოვებაზე

1 week ago 5

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი 2“-სთვის მიცემულ ინტერვიუში უპასუხა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას - მასზე ძალადობასა და პარტიის დატოვებაზე. მან ამ ინფორმაციას „აბსურდული ცილისწამება“ და ტყუილი უწოდა.

„მედიაში გავრცელდა ინფორმაცია თითქოს მე თურმე პროტესტის ნიშნად დავტოვე პარტია, გუნდს გავემიჯნე, რაღაც გავაპროტესტე და მითუმეტეს კრიზისის დროს, იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყნის წინაშე იყო ძალიან დიდი გამოწვევები - თითქოს ამ ფონზე დავტოვე მე პარტია - ეს არის აბსურდი, მე ვინც მიცნობს და მგონი ყველა კარგად მიცნობს, ეს არ არის ჩემი ხელწერა. მე მაქვს ჩემი წესები, პრინციპები. ამ წესებით ვცხოვრობ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება და ამ წესებს არასოდეს გადავუხვევ“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მანვე ისაუბრა თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიერ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, პარტიის დატოვების გამო მასზე თანაგუნდელებმა იძალადეს:

„მე ასევე მინდა გამოვეხმაურო იმ აბსურდულ, ამაზრზენ ტყუილს, რომელიც გააჟღერა ერთ-ერთმა არარაობამ, არ მოვერიდები ამის თქმას და მოღალატე ბაჩიაშვილმა და მისმა მსგავსმა მოღალატე გახარიამ. იცით რა, მე მეუხერხულება... ყველა ადამიანს შეიძლება ჰქონდეს იმის საჭიროება რომ ექიმთან მივიდეს, რაც ძალიან მსუბუქი დაზიანება მივიღე ვარჯიშის დროს და ამაზე ამხელა სკანდალი და ამაზრზენი, შეურაცხმყოფელი ტყუილები მოიგონეს. ამიტომ, ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი ტყუილი“.

მასალა განახლდება

სრულად წაკითხვა