21
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:
,,ღარიბაშვილს თუ მართლა უნდა ბრძოლა, როგორც თავად დაანონსა, მხოლოდ ერთი რამე აქვს გასაკეთებელი: ილაპარაკოს სიმართლე ყველაფერზე. ბიძიანას დაგეგმილი და გაკეთებული რამდენი სიბინძურე ეცოდინება, ხომ წარმოგიდგენიათ!
პირველ რიგში კი უნდა თქვას, მართლა ითხოვდა თუ არა „დიფ სტეიტი“ მისგან ქვეყნის ომში ჩართვას.
სახელისუფლებო პროპაგანდის მთვარი ღერძი დღეს ესაა და სწორედ ამაზე დგას დასავლეთის გაშავების მთელი სტრატეგია, ღარიბაშვილს შეხვდა „დიფ სტეიტის“ წარმოადგენელი და მუშტები ურტყა მაგიდაზეო.
მხოლოდ მას შეუძლია ეს დაადასტურს, ან უარყოს.
გემახსოვრებათ, ჯერ საცადეს „ომში გვითრევდნენ“ ნარატივი ბიძინას და კელი დეგნანის შეხვედრით გაემყარებინათ. ბიძინამ გაასაჯაროვა მისი და ამერიკის მაშინდელი ელჩის დახურული შევხედრის ფაქტი, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, ის კი ვეღარ თქვეს, ამ შევხედრაზე დეგნანამა ბიძინასგან ომში ჩრთვა მოითხოვაო.
მაშინ სოზარ სუბარი გამოვიდა და განაცხადა: კელი დეგნანი ისეთი სულელი არაა, სხვის სახლში მისულიყო და ომზე პირდაპირი ლაპრაკი დაეწყოო (ანუ აუცილებლად იფიქრებდა, აქ ჩამწერები არ იყოსო და ასეთი რამის თქმას მოერიდბეოდაო). შესაბამისად, ქარაგმებით ლაპრაკობდაო. 🙂
მოკლედ, გაიჭედნენ, ბოდიალი დაიწყეს და ბოლოს სრული სიგიჟე თქვეს: კელიმ ბიძინას პოლიტკაში დაბრუნება მოსთხოვა, რაც ქვეყნის ომში ჩართვას ნიშნავდაო. რომ ვიკითხეთ, ეს რატომ ნიშნავდა ომში ჩრთვასო, პასუხი არ ქონდათ.
უხერხული მდგომაროებიდან საბოლოდ გამოსაძრომად ღარიბაშვლი იპოვეს, ბიძინას კი არა მას შეხვდა „დიფ სტეიტის“ ემისარი და მას უგრიხავდა ხელებსო (აბა, ბიძინას ხელების გადაგრეხვას ანუ მაგდიაზე მუშტების დარტყმას ვინ გაუბაედავდა!). ჰოდა, ახლა ღარიბაშვილს შეუძლია ეს პროპაგანდა ჩამოანგრიოს და ისინი ისევ იმ უხერხულ მდგოამროებაში შეაძვრინოს.“
საერთაშიროსო alia.ge