ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად საქართველოს ნაკრები სომხეთთან 2-მატჩიან დაპირისპირებას გამართავს, ჯერ სტუმრად, შემდეგ კი დინამო არენაზე.
პირველი შეხვედრა სომხეთში 20 მარტს შედგება და როგორც ადგილობრივი გულშემატკივარი ამბობს, მათ არც კი გაუკვირდებათ, რომ ტრიბუნებზე ბევრი ცარიელი ადგილი დარჩეს.
საქმე ისაა, რომ სომეხი ქომაგი თავისი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას უკვე საკმაოდ დიდი ხანია აქტიურად აკრიტიკებს და გადადგომისკენ მოუწოდებს. ბოლოს გულშემატკივარმა ისიც კი აღნიშნა, რომ ფედერაცია ბილეთების სრულფასოვან რეალიზაციაში მთავარი ბარიერია.
გთავაზობთ სომეხი ფანების კომენტარებს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით:
"არ გამიკვირდება, თამაშის დღეს სტადიონი ცარიელი რომ იყოს"
"ღმერთმა ნუ ქნას, რომ თამაშის დროს ტრიბუნებზე შეუვსებელი ადგილები დავინახოთ"
"ეს სირცხვილია, ცხოვრებაში პირველად ვერ ვიყიდე ბილეთი"
"სამწუხაროდ, ეროვნული ნაკრები ფედერაციას დაშორებულია"
"ფედერაციის გადადგომა გარდაუვალია, შეიძლება ამ თამაშმა ყველაფერი დააჩქაროს", - წერენ სომხები.