ყაველაშვილი საქმეზე გადავიდა - რა კანონის შემოღებას მოაწერა ხელი პრეზიდენტმა

2 days ago 4

ქართული ოცნების მიერ მიღებული ადამიანის უფლებების შემზღუდველი კანონები საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერით ძალაში შედის.

საუბარია მთელ რიგ ცვლილებებზე, მათ შორის შეკრებების დროს პიროტექნიკისა და ლაზერის აკრძალვაზე, ასევე სახის შენიღბვის აკრძალვასა და საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესულ ცვლილებებზე, რომელთა თანახმად, საჯარო დაწესებულებებში რეორგანიზაცია მარტივდება.

კერძოდ, რეორგანიზაციისას შტატების შემცირების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლება, იმის მიუხედავად, შესაძლებელია თუ არა მობილობა; ასევე, რეორგანიზაციის შედეგად სამსახურიდან გათავისუფლებული პირის თანამდებობაზე აღდგენა ვერ მოხდება სასამართლოს მიერ მისი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი.

ასევე, ყაველაშვილის ხელმოწერილი ცვლილებებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში იზრდება სანქციები. ასევე, კოდექსს ემატება ახალი სამართალდარღვევები და დაკავების ახალი საფუძვლები.

ყველა საკანონმდებლო ცვლილება ერთპარტიულმა პარლამენტმა 13 დეკემბერს მიიღო.

„თუ ახლა Matsne.gov.ge-ზე შეხვალთ, აღმოაჩენთ, რომ მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა შეკრების თავისუფლების შემზღუდავ ყველა საკანონმდებლო ინიციატივას, რაც 13 დეკემბერს იქნა მიღებული, ანუ ცვლილებებს, რომლებიც ითვალისწინებს:

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გაზრდილ სანქციებს, დასჯად ქმედებებსა და დაკავების საფუძვლებს,
ნიღბების ბლანკეტურ აკრძალვას,
საჯარო მოხელეების მიმართ რეპრესიებს“ — წერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე, თამარ ონიანი სოციალურ ქსელში.

სრულად წაკითხვა