“ფორმულა” ავრცელებს ინფორმაციას თუ რამდენი ლარით გაიზრდება პენსიები და პარლამენტარების ხელფასები.
“1 იანვრიდან 35 ლარით იზრდება პენსია როგორც 70 წლამდე ასაკის პირთათვის, რომლებიც 350 ლარს მიიღებენ, ისე 70 წელს გადაცილებული პირებისთვის, რომელთათვისაც პენსია 450 ლარი იქნება.
რაც შეეხება პარლამენტარებს, მათი ხელფასი პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილების შესაბამისად იზრდება. როგორც რადიო თავისუფლებამ დაითვალა, პარლამენტის წევრის ხელფასი 4 624 ლარიდან 11 680 ლარამდე იზრდება, ხოლო თავმჯდომარის ხელფასი 6 740 ლარიდან 14 600 ლარამდე გაიზარდა. ხელფასის ზრდაა გათვალისწინებული, პარლამენტში სხვა თანამდებობის პირებისთვისაც” - წერს “ფორმულა”.