WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

23 ნოემბერს, გიორგობის აღსანიშნავად, „ქართული ოცნების“ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა 232 პირი შეიწყალა. ამ გადაწყვეტილების შედეგად, საპატიმრო დატოვა კიდევ შვიდმა მომიტინგემ, რომლებიც 2024 წლის სხვადასხვა პერიოდში გამართული ანტისახელისუფლებო აქციების დროს დააკავეს.

შეწყალებულთა შორისაა რეჟისორი გიორგი ოკმელაშვილი, რომელიც 2024 წლის გაზაფხულზე „უცხოური აგენტების“ კანონის საწინააღმდეგო აქციებთან დაკავშირებით გაასამართლეს. ასევე, გათავისუფლდნენ გიორგი მინდაძე, ანრი კვარაცხელია, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, თემურ ზასოხაშვილი და დავით ლომიძე — ისინი 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებულ, ევროკავშირის მხარდამჭერ აქციებთან დაკავშირებით სხვადასხვა ვადით იმყოფებოდნენ პატიმრობაში. სახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედმა“ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეწყალებულთა სიაშია ირაკლი მეღვინეთუხუცესიც, რომელიც 2024 წლის გაზაფხულის აქციებთან დაკავშირებით იყო გასამართლებული.

მინდაძე, კვარაცხელია, ჯავახიშვილი, ზასოხაშვილი და ლომიძე პატიმრობაში თითქმის ორი წელი იმყოფებოდნენ, ხოლო ოკმელაშვილმა და მეღვინეთუხუცესმა ციხეში დაახლოებით 2,5 წელი გაატარეს.

მომიტინგეთა კიდევ ერთი ჯგუფი საპატიმროს დეკემბერში დატოვებს. ისინი ევროკავშირის მხარდამჭერ აქციებთან დაკავშირებით ორწლიან სასჯელს იხდიან.

This post is also available in: English