ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით, შიდა ქართლში ერთი პირი დააკავეს

3 hours ago 2

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით, შიდა ქართლში ერთი პირი დააკავა. როგორც სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, დაკავებულმა 6 500 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი ფული გაასაღა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შიდა ქართლის რეგიონში, გასაღებულ იქნა ჯამში 6 500 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 41 ცალი 100 დოლარიანი და 48 ცალი 50 დოლარიანი კუპიურა, რომელიც საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სრულად იქნა ამოღებული“, – ვკითხულობთ სამსახურის განცხადებაში. 

ფინანსთა სამინისტროს ცნობითვე, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

სრულად წაკითხვა