11
ისტორიკოსი, ბექა კობახიძე:
2012 წელს ოცნებისთვის ხმის მიმცემნი არასდროს დაიღლებიან იმის მტკიცებით, რომ ნაციონალური მოძრაობა იყო სისხლიანი რეჟიმი, მაშინდელი მათი არჩევანი სწორი იყო და განაგრძობენ თავგამოდებულ მტკიცებას, რომ ისინი ნაცები არ არიან; ხოლო 2012 წელს ნაცებისთვის ხმის მიმცემნი გააგრძელებენ 2012 წელს ოცნებისთვის ხმის მიმცემთა დადანაშაულებას, რომელთა ქმედებამაც ამ მდგომარეობამდე მიგვიყვანა.
ყარაბაღის კონფლიქტი დასრულდა, მაგრამ ეს ამბავი – ვერა.
რა მნიშვნელობა აქვს ახლა ამას? აქ და ახლა მიზანი ხომ ნათელი და საერთოა?
ქოცების პროპაგანდა შემოაგდებს კითხვას “2012 წლამდე სად იყავი?” და ამ ხალხსაც არ ეზარება მტკიცება, რომ იქ იყო ან იქ არ იყო. ესაა ახლა მთავარი ან თუნდაც მნიშვნელოვანი?
მე გეტყვით, ქოცების ნახევარი პარლამენტი, ნახევარი მთავრობა და ძალოვნების მთელი რგოლი ნაცებში იყო 2012 წლამდე, მარა კომპლექსდებიან ამით? არანაირი პრობლემა არ აქვთ და თავსაც არ იმართლებენ. თქვენ რამ გადაგრიათ? რამდენიც არ უნდა იმართლოთ თავი, იმედის და პოსტივის ქარდებზე მაინც ნაცებად დარჩებით. ვის რას უმტკიცებთ? რაში გჭირდებათ?
მერე კიდე, ეს პროპაგანდისტული გვერდები ამოიღებენ რაღაც 20 წლის წინანდელ ვიდეოს, დადებენ უკონტექსტოდ და ამის ტრიალი მიდის, მათ შორის აქეთ მხარესაც. დაუტოვეთ ეგ წარსული ისტორიკოსებს, ქვეყანას მომავალი აღარ აქვს და მაგას მივხედოთ.
და კიდევ, ხანდახან შესაძლებელია ყველაფერზე კომენტარი არ გავაკეთოთ; შიდა კონფლიქტებისას არ მივასკდეთ ცეცხლს ნავთით სავსე პატარა სათითურებით, თორემ ეს სათითურები მილიონია და ჯამში იმ უბედურებას ქმნის, რასაც ბედნიერება არავისთვის მოაქვს.
საერთაშიროსო alia.ge