ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებშია - ირაკლი სიხარულიძე ელიგის ისტორიაში შევიდა

14 hours ago 2

თბილისის "იბერიას" თავდამსხმელმა, ირაკლი სიხარულიძემ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიშნული გადალახა და ეროვნული ლიგის ისტორიაში თავისი სახელი ჩაწერა.

36 წლის ფორვარდმა ბათუმის "დინამოსთან" გამართულ შეხვედრაში გატანილი გოლით, კარიერაში ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით 128-ე ბურთი გაიტანა.

ეს შედეგი სიხარულიძეს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა რეიტინგში მე-3 ადგილზე აყენებს. ის ჩამორჩება მხოლოდ ქართული ფეხბურთის ორ ლეგენდას – ლევან ხომერიკს (140 გოლი) და ზურაბ იონანიძეს (216 გოლი), რომლებიც წლების განმავლობაში ეროვნული ჩემპიონატის სიმბოლოდ იქცნენ.

სიხარულიძემ პროფესიონალური კარიერა 2005 წელს დაიწყო და მას შემდეგ არაერთ ქართულ კლუბში ითამაშა, მათ შორის იყო: "დინამო თბილისი", "ვიტ ჯორჯია", "სამტრედია", "საბურთალო", "თელავი" და სხვ.

თავისი ყველაზე შედეგიანი წლები მან "საბურთალოსა" და "ლოკომოტივში" გაატარა, სადაც არაერთ სეზონში საქართველოს საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

სრულად წაკითხვა