“ყველა ვინც მოგვიწოდებს გრძელვადიანი ბრძოლისთვის, ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმის სიცოცხლეს დაუსრულებელი ვადით უხანგრძლივებს” – მიხეილ სააკაშვილი

1 day ago 1

საპროტესტო აქციაზე 15 სექტემბერს მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც არასრულწლოოვანის მიერ იარაღის ფლობა დაფიქსირდა, მძიმე ფაქტების გახსენებით და კონკრეტული შეფასება-განმარტებებით ეხმაურება საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი:

გუშინდელი პროვოკაცია მხოლოდ დასაწყისია მრავლობითი პროვოკაციების, რომელთაც ივანიშვილის და რუსების დავალებით მოაწყობენ 4 ოქტომბრამდე.

ივანიშვილი მოვიდა 8 თვის ბარბარე რაფალიანცის მკვლელობით, რომელიც რუსების სპეცოპერაციის ფარგლებში განხორციელდა. ამიტომ ეს კრიმინალური ბანდა უკან არაფერზე დამხევი არაა.

საერთოდ უნდა გვესმოდეს, რომ ახლა არის ყველაზე დიდი შანსი ამათი მოშორების. ყველა ვინც მოგვიწოდებს გრძელვადიანი ბრძოლისთვის, ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმის სიცოცხლეს დაუსრულებელი ვადით უხანგრძლივებს.

ახლა რეჟიმი შიგნიდანაა გახლეჩილი მაფიოზური ომით. რაც მოიცავს მკვლელობებს, დაჭერებს, ფულის გადანაწილებას. ამავე დროს ჩვენი საზოგადოება, როგორც არასდროს საბრძოლოდ არის განწყობილი. საერთაშორისო ვითარებაც მთლიანად ჩვენს ბრძოლას უწყობს ხელს.

დაახლოებით ისეთი სიტუაციაა, როგორც ბელორუსში 2020 წელს, მაგრამ მაშინ ბელორუსში ხალხი გამოვიდა და ისევ სახლში დაბრუნდა გრძელვადიანი ბრძოლის იმედით და ახლა იმ ქვეყნის მდგომარეობა უიმედოდ გამოიყურება. იგივე ელის საქართველოს, თუ ახლა არ ვიყოჩაღეთ“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
16.09.2025წ.

ინფორმაციისთვის: 15 სექტემბერს, საზმაუდან პარლამენტისკენ მიმავალ საპროტესტო მარშის მონაწილეებსა და სხვა პირებს შორის ინციდენტს ჰქონდა ადგილი.

საპროტესტო აქციის მონაწილეების განცხადებით რუსთაველის გამზირზე, ბესიკის ქუჩის კუთხესთან, რამდენიმე ახალგაზრდა გინებით დახვდა და მარშის მონაწილეებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდავდნენ, ხოლო მათგან ერთ-ერთს ცეცხლსასროლი იარაღიც აღმოაჩნდა.

სრულად წაკითხვა