"ყველამ ნახა თუ რა მოხდა ხვიჩას წასვლით" - კონტემ ნაპოლის პრეზიდენტს უკბინა

1 month ago 7

მიუხედავად შუა სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას დაკარგვისა, ანტონიო კონტემ ნაპოლის ჩემპიონის ტიტული მაინც მოუტანა, თუმცა, როგორც ჩანს, გუნდის მთავარ მწვრთნელს აურელიო დე ლაურენტისისგან წყენა მაინც აქვს დამახსოვრებული.

ახლახანს ვრცელდება კონტეს შეფასება განვლილი სეზონის შესახებ, სადაც მან პირდაპირ და მკაფიოდ მიუთითა ნაპოლის პრეზიდენტის მიერ დაშვებულ შეცდომებზე:

ყველა ხვდება თუ რა მოხდა ზამთარში ხვიჩა კვარაცხელიას გუნდიდან წასვლით. მთელი სეზონი ისეთი რაღაცები ხდებოდა, რაც არ მომწონდა და არ მესმოდა. მაგალითად, ზაფხულშიც კი ახალი ფეხბურთელები სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეებში შემოგვიერთდნენ და ესეც არ მომეწონა.


მე კლუბთან ვალდებულებები მაქვს, ხელმძღვანელობას კი ველაპარაკე და მათ თავიანთი დაშვებული შეცდომები აღიარეს.

- თქვა დე ლაურენტისზე და მის ბორდზე ანტონიო კონტემ.

სრულად წაკითხვა