WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ბრი­ტა­ნელ­მა ექ­სტრა­სენ­სმა, რო­მე­ლიც ამ­ტკი­ცებს, რომ თა­ვის დრო­ზე კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია და დე­დო­ფალ ელი­სა­ბედ II-ის გარ­დაც­ვა­ლე­ბა იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა, ახალ შე­მაშ­ფო­თე­ბელ პროგ­ნოზს ავ­რცე­ლებს. კრე­იგ ჰა­მილ­ტონ-პარ­კე­რი, რო­მელ­საც ხში­რად “ბე­დის­წე­რის წი­ნას­წარ­მე­ტყველს” ან “ახალ ნოს­ტრა­და­მუსს” უწო­დე­ბენ, იუ­წყე­ბა, რომ 2026 წლის მი­წუ­რულს მსოფ­ლი­ოს გლო­ბა­ლუ­რი კონ­ფლიქ­ტი ელის.

“2026 წლის ოქ­ტომ­ბე­რი გარ­დამ­ტე­ხი იქ­ნე­ბა”თა­ვის YouTube -არხზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ო­ში, სა­დაც მას 240 ათას­ზე მეტი გა­მომ­წე­რი ადევ­ნებს თვალს, ექ­სტრა­სენ­სმა გა­ნა­ცხა­და, რომ 2026-2027 წლე­ბი მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კა­ში ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო პე­რი­ო­დი იქ­ნე­ბა.

“აგ­ვის­ტო­სა და სექ­ტემ­ბერს შო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფლიქ­ტე­ბის ეს­კა­ლა­ცია და­ი­წყე­ბა, ხოლო 2026 წლის ოქ­ტომ­ბრის­თვის ომში, შე­საძ­ლოა, ერ­თდრო­უ­ლად ხუთი ქვე­ყა­ნა ჩა­ერ­თოს. ეს თა­რი­ღი უკვე ძა­ლი­ან ახ­ლო­საა,” – აფრ­თხი­ლებს ჰა­მილ­ტონ-პარ­კე­რი.

წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლუ­რი სიზ­მა­რი და დო­ნალდ ტრამ­პის საფრ­თხე

“ახალ­მა ნოს­ტრა­და­მუს­მა” ყუ­რა­დღე­ბა აშშ-ის პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამპზეც გა­ა­მახ­ვი­ლა და გა­ნა­ცხა­და, რომ მის სი­ცო­ცხლეს რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე ემუქ­რე­ბა.

ექ­სტრა­სენ­სის თქმით, მან ნახა სიზ­მა­რი, სა­დაც ტრამ­პი და ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი ჯეი დი ვენ­სი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სხვა წევ­რებ­თან ერ­თად სა­გან­გე­ბო ბუნ­კერ­ში იმა­ლე­ბოდ­ნენ.

“ეს არ ნიშ­ნავს აუ­ცი­ლებ­ლად ბირ­თვულ ომს, თუმ­ცა სიზ­მა­რი მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ამე­რი­კის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­სა და პი­რა­დად ტრამ­პის სი­ცო­ცხლეს უდი­დე­სი საფრ­თხე ემუქ­რე­ბა,” – აღ­ნიშ­ნა მან.

გარ­და ამი­სა, პრო­ვი­დე­რი ვა­რა­უ­დობს, რომ ტრამ­პი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი, მე­სა­მე ვა­დი­თაც დარ­ჩე­ბა.

წყარო: Ambebi.ge