საკონსტიტუციო სხდომაზე მოპასუხე მხარეების გამოსვლებს ეხმიანება “ოპოზიციის ალიანსისა” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია:
“ნაციონალურ მოძრაობას” დაეთმო გუშინდელი და დღევანდელი დღე საკონსტიტუციო სასამართლოში. შესანიშნავად დასაბუთებული და ძალიან დამაჯერებლად (რაც არა ნაკლება მნიშვნელოვანია) წარმოდგენილი პოზიციები მოვისმინეთ. ადგილზე იყო ლოგოსიც და პათოსიც. კომპლიმენტები ჩემგან კოლეგებს!
ხვალ უკვე ჩვენ ვეცდებით “ქართული ოცნების” დიქტატურის გაშიშვლებას რეალური ფაქტებით და სამართლებრივი არგუმენტებით. ვეცდებით, პირველ რიგში, მათთვის, ვინც თვალ-ყურს ადევნებს ამ ისტორიულ პროცესს და დიახ, ნამდვილად ისტორიულ ტექსტებს ისმენს. სრულიად გადაუჭარბებლად ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ.
ყველაფერი კარგად იქნება. სამშობლოს გადავარჩენთ. დანარჩენი მეორეხარისხოვანია“, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
paraleli პოლიტიკა