“ყოვლისმომცველი დეგრადაციის გზაზე დამდგარი ოპოზიცია ითხოვს რომ საქართველოში ახალი არჩევნები საერთაშორისო სტრუქტურებმა ჩაატარონ” – ზაალ ანჯაფარიძე

2 weeks ago 7

ოპოზიციის მხრიდან გაჟღერებულ მოთხოვნებს ახალ არჩევნებთან დაკავშირებით, რომლის ჩატარებაც მიზანშეწონილად მიაჩნიათ საერთაშორისო სტრუქტურების ეგიდით, კონკრეტული შეფასება-მინიშნებით ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე:

ყოვლისმომცველი დეგრადაციის გზაზე დამდგარი ოპოზიცია ითხოვს რომ საქართველოში ახალი არჩევნები საერთაშორისო სტრუქტურებმა ჩაატარონ, თუმცა არ აკონკრეტებენ რომელმა და როგორ.

მე შეგახსენებთ, 1991 წლიდან გაერო დაეხმარა არჩევნების ჩატარებაში ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ანგოლა, კამბოჯა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ელ სალვადორი, ჰაიტი, კოსოვო, ლიბერია, მოზამბიკი, ნამიბია, სიერა ლეონე და ტიმორ-ლესტე, ასევე ავღანეთი და ერაყი.

ანუ, ოპოზიციას სურს ასეთი ქვეყნების რიგებში იხილოს საქართველო. დასკვნები თავად გააკეთეთ“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზაალ ანჯაფარიძე.

სრულად წაკითხვა