რუსეთში, ყუბანის შავი ზღვის სანაპირო ხაზის მაზუთით დაბინძურების არეალი უკვე 63 კილომეტრს შეადგენს - იუყება რუსეთის საგანგებო ვითარებათა სამინისტრო 31 დეკემბერს. არეალი დაბინძურდა ქერჩის სრუტეში ტანკერების ჩაძირვის შედეგად.
მანამდე იუწყებოდნენ, რომ სანაპიროდან აღებულია 70 ათასამდე ტონა დაბინძურებული ქვიშა და გრუნტი.
15 დეკემბერს ათასობით ტონა დაბალი ხარისხის საწვავით დატვირთული ორი ტანკერი, „ვოლგონეფტ 212“ და „ვოლგონეფტ 239“ ჩაიძირა ქერჩის სრუტეში, ანექსირებული ყირიმის სანაპიროსთან. დაიღუპა ეკიპაჟის ერთი წევრი, სხვების ევაკუაცია მოხერხდა. ტანკერების ჩაძირვის ძირითად ვერსიებს შორის განიხილება ეკიპაჟის შეცდომა რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში.
25 დეკემბერს ყუბანის გუბერნატორმა, ვენიამინ კონდრატიევმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა რეგიონის მთელ ტერიტორიაზე, მომდევნო დღეს სამთავრობო კომისიამ გადაწყვიტა საგანგებო მდგომარეობა ფედერალურ დონეზე გამოცხადებულიყო. ტანკერების ჩაძირვის ფაქტის გარშემო მიმდინარეობს სისხლის სამართლის გამოძიება.
ასევე იუწყებოდნენ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ბრძანებაზე საქმე აღიძრას ზომების გაუტარებლობის გამო ეკოლოგიური კატასტროფის შედეგების ლიკვიდაციისთვის. მოხალისეებმა, მათ შორის, ქვეყნის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მიმართეს თხოვნით ვითარებაში ჩაერთოს და დამატებითი ძალები მიავლინოს სანაპიროს დასუფთავებისთვის და ფრინველების და ზღვის ძუძუმწოვრების გადარჩენისთვის. მათ მიმართვაში ნათქვამია, რომ სპეციალური ტექნიკის ნაცვლად მაზუთს იღებს ნიჩბებით შეიარაღებული ხალხი, რომელიც მომწამვლელ ჰაერს სუნთქავს - ხოლო ტომრებში შეგროვილი ნავთობპროდუქტების დროული გატანა არ ხდება და ისინი კვლავ ქვიშაში ბრუნდება.