ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) მონტენეგროში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს მშვენივრად შეხვდა და 1/4-ფინალში გავიდა.
მერვედფინალში ლიპარტელიანმა IJF-ის სახელით მოასპარეზე დარია კურბონმამადოვა დაამარცხა, ნახევარფინალში კი ეთერი აზერბაიჯანელსა და შვეიცარიელს შორის უკეთესს შეხვდება.
რაც შეეხება შავდათუაშვილს (73კგ), მან ჩეხი კარიმოვი 1/16-ფინალში შიდოებით დამატებით დროში დაამარცხა და მერვედში თურქ გილოღლუს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი დღის ფინალური ბლოკი სათავეს 18:00 საათიდან აიღებს.