"შავი ლომი" ტოპ 14-ის დონის გუნდია - ქართველებმა ფრანგული "ვანი" დაამარცხეს

2 weeks ago 4

"შავმა ლომმა" ჩელენჯ თასის ახალი სეზონი ისტორიული გამარჯვებით გახსნა. პირველად ისტორიაში, რიჩარდ ქოქრილის შეგირდებმა საფრანგეთის ტოპ 14-ის გუნდი დაამარცხეს - "ვანს" დაძაბულ ბრძოლაში 22:19 სძლიეს.

ჩელენჯ თასის ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქართული გუნდები რეგულარულად თამაშობნენ მაღალი დონის ტურნირებს. "შავმა ლომმა" ბოლოს დაახლოებით ორი თვის წინ ითამაშა და უპრობლემოდ, ზედიზედ მეოთხედ მოიგო რაგბი ევროპის სუპერ თასი, თუმცა მისთვის არცერთ გუნდს არ შეუქმნია ისეთი წნეხი, როგორიც დღეს ტოპ 14-ის "ვანმა".

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლუკა მატკავა გახდა, რომელმაც დაცვასა თუ შეტევაში სხვა დანარჩენ სიკეთეებთან ერთად, კარში 100%-იანი მაჩვენებლით ურტყა და გუნდს 17 ქულა შესძინა. ფრანგებს ერთი ლელო აკაკი ტაბუცაძემ გაუტანა, რითაც "შავი ლომის" კვართით გატანილი ლელოების რაოდენობა 23-მდე გაზარდა.

ჩელენჯ თასის მეორე ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი 15 დეკემბერს, ჩვენი დროით 17 საათზე უელსში, ‘სქარლეთსთან’ გამართავს, რომელსაც დღეს "ბაიონამ" 17:16 მოუგო. ამავე ჯგუფში ინგლისურმა "გლოსთერმა" "ედინბურგს" 15:10 სძლია.

- ვკითხულობთ რაგბის კავშირის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად წაკითხვა