ხელოვნური ინტელექტი, რომელიც არსებულ ყველა წყაროსა და ინფორმაციას ითვალისწინებს, 14 აგვისტოს მონაცემებით, ნიკ ვოლტემადეს ბაიერნში ტრანსფერს 20%-იანი შანსით აფასებს.
ოღონდ, AI იმასაც წერს, რომ მოლაპარაკებები ცვალებადი ხასიათისაა და 20% მხოლოდ და მხოლოდ პირობით ხასიათს ატარებს. ანუ, მისი შეცვლა ნებისმიერ წამს შეიძლება, თუმცა დღეის მონაცემებით ვერდიქტი სწორედ ასეთია.
ხელოვნური ინტელექტი იმასაც ამბობს, რომ ზოგადი შეფასებით ვოლტემადეს ბაიერნში გადასვლის შანსები მომდევნო ზაფხულში გაცილებით მეტი იქნება, კერძოდ 60%.
შეგახსენებთ, რომ შტუტგარტმა ბაიერნის 60-მილიონიანი წინადადება დაბლოკა და დაირხა ხმები, რომ კლუბი ვოლტემადეს მხოლოდ 70-75 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა.