"შანსი არაა, მასთან არ ვიჩხუბებ" - ვისთან ბრძოლა არ სურს ილია თოფურიას

2 weeks ago 3

მას შემდეგ, რაც UFC 317-ზე ილია თოფურიამ ბრაზილიელი ჩარლზ ოლივეირა დაანოკაუტა, ახლა ყველას აინტერესებს თუ ვინ იქნება ქართველის მომდევნო მეტოქე.

როგორც თავად ილიას სურს, ეს ისლამ მახაჩევი უნდა იყოს, რომელთანაც თოფურია ბრძოლის ჩანიშვნას დიდი ხანია ითხოვს, თუმცა ისლამს იგივე აზრი არ აქვს.

რაც შეეხება მეტოქეს, რომელთანაც ელ მატადორს ჩხუბი არ სურს, ეს ალექსანდრ ვოლკანოვსკია, რომელიც თოფურიამ ერთხელ უკვე დაამარცხა კიდეც:

იმდენად დიდ პატივს ვცემ და მიყვარს ეს ადამიანი რომ აღარ მინდა, ოდესმე ვეჩხუბო. ჩვენი გზები მხოლოდ მის კულინარიულ შოუში თუ გადაიკვეთება, ოქტაგონზე აღარ.

- თქვა ილიამ.

სრულად წაკითხვა