WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

შეერთებულმა შტატებმა, თბილისში ახალი დროებითი რწმუნებული დანიშნა – კორტნი ოსტრიანი, უკვე თბილისშია და მუშაობას შეუდგა.

ოსტრიანი გამოცდილი დიპლომატია. 2014-2019 წლებში ის თბილისში, იან კელის ელჩობის დროს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ერთ-ერთი დეპარტამენტის დირექტორი იყო.

სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, კორტნი ოსტრიანი, წლების განმავლობაში, ეუთოში, ამერიკის შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელის მოადგილე იყო. მანამდე ის მოსკოვსა და კიევში, აშშ-ს საელჩოში მუშაობდა.

საქართველოში ჩამოსვლამდე კორტნი ოსტრიანი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროში იკავებდა თანამდებობას, ასევე იკავებდა ევროკავშირისა და რეგიონული საქმეთა ოფისის დირექტორის პოსტს.