WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

შევაჯამოთ, რა გვაქვს „ოცნების“ მმართველობის 14 წლის თავზე:

ყველა მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები 10-15 წლიანი მუხლებით, ნაწილი უკვე ზის ციხეში, ნაწილი ქვეყნიდანაა გაქცეული

ოფიციალურად დაანონსებულია ოპოზიციური პარტიების აკრხალვა

ყოფილი მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, პრემეირ-მინისტრი, სუს-ის უფროსი დაჭერილები არიან მილიონობით ლარის მოპარვა-მითვისებაზე ანუ ხელისუფლებაში წლები ყვაოდა არნახული კორუფცია.

ქვეყანა მიაქვს „ქოლცენტრბს“, სადაც უცხოელი პენსიონერების ძარცვით არიან დაკავებულები და ამ ინდუსტრიაში ჩართული ყავთ ასობით ახალგაზრდა

საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურ პირებს ფაქტობრივად ხელს არ ართმევენ ცივილიზებულ სამყაროში, სამგიეროდ, პრემიერ-მინისტრი ირანში აქტიურად დადის პანაშვიდებზე და ყვავილებით ამკობს თემურ-ლენგის საფლავს.

გაჩერებულია და ჩაშლილია ევროინტეგრაციის პროცესი, ხელისუფლება ყოველ დღე აგინებს ევროკავშირს, ამას ეძახის სუვერენიტეტის შენარჩუნებას, სამაგიეროდ ხმას ვერ ცემს უბატონოდ აზერბაიჯანს, ირანის ელჩს, დიდგორის ომის თარიღს თურქეთის შიშით ვერ აცხადებს დასვენების დღედ, ბოდიშს უხდის სეპარატოსტებს.

ქვეყანაში ფაქტრობრივად გაუქმებულია არასამთავრობო სექტორი, ოპოზიციური მედია სულს ღაფავს უფინანსობის გამო, სასამართლო სხდომებზე აკრძალულია გადაღება, რათა ხალხმა არ ნახოს იქ რა ხდება, ადამიანებს იჭერენ ტროტუარზე დგომის და მთავრობის გინების გამო, აჯარიმებენ ფეისბუკ პოსტების და მამა-მარჩენალის წყევლის გამო

გვყავს ასობით სინდისის და პოლიტ-პატიმარი

სახელისუფლებო მედია გადაქცეულია ბინძური პროპაგანდის მანქანად, რომელიც ხელისუფლების ყველა ოპონენტს დევნის და ცდილობს მის მორალურად განადგურებას. ამისთვის არ ერიდება ყვლაზე ბინძური მეთოდების გამოყენებასაც. აწყობენ „სიძულვილის ორწუთეულებს“, როგორც ორუელის „1984“-ში.

განსხვაბეულად მოაზროვნე ადამიანები, ვისაც არ მოსწონს ეს ხელისუფლება და უნდა მისი გაშვება, გამოცხადებულები არიან ქვეყნის მტრებად და უცხო ძალის აგენტებად

ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელიც ხალხთან არც კი ჩნდება და რომელიც მართველი პარტიის წევრებს ფაქტობრივად ღმერთად ყავთ გამოცხადებული, ვისი სიტყვაც კანონია და რომელსაც ყოველ დღე მადლობა უნდა შესწირო როგორც ღვთაებას.

ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელიც ქმედებებით ამტკიცებს, რომ ხელისუფლების სამუდამოდ შენარჩუნების მიზნით იკადრებს ყველაფერს, წავა ყველანაირ სიბინძურეზე და სიმდაბლეზე, (მაგალითად დაკავებული ხალხის წამებაზე პოლიციის ავტობუსებში, ოპონენტების ოჯახის წევრებესთვის ტელეფონით დედის გინებაზე), დაიჭერს ყველას, ცემს ხალხს, ქვეყანას დაუკარგავს ევროპულ მომავალს, რითიც მოსპობს ჩვენი წინაპრების საუკუნოვან ოცნებას. მოკლედ, არაფერზე უკან არ დაიხევს.

ესაა ჩვენი რელაობა „ოცნების 14 წლის თავზე

ამ ფონზე ერთი რამ მამშვიდებს ცოტათი, რომ 14 წლის წინ არჩევნებზე არ წავედი და დიქტატორისთვის არასდროს ხმა არ მაქვს მიცემული