"შემდეგში მათ აღარ გამოვიძახებ" - ვის დაემუქრა ნაკრებიდან მოკვეთით ნაგელსმანი

1 week ago 3

გუშინ მსოფლიოს შესარჩევში გერმანიის ნაკრებმა პირველი შეხვედრა სლოვაკეთში გამართა და 0:2 დამარცხდა, მატჩის შემდეგ კი ნაგელსმანის გუნდმა კრიტიკა არაერთი ცნობილი სახისგან მოისმინა.

თავად ნაკრების მწვრთნელმა თამაშის შემდეგ მედიასთან თქვა, რომ ისეთი ფეხბურთელების განაცხადს მიღმა დატოვებაზე დაფიქრდება, რომლებიც მოედანზე ემოციებსა და სურვილს არ წარმოაჩენენ:

2-3 ტრავმირებული მოთამაშის გარდა, სწორედ ეს ფეხბურთელები არიან გერმანიაში ყველაზე მაღალი დონის მოთამაშეები. შესაძლოა, შემდეგ ჯერზე გამოვიძახოთ ნაკლებად ხარისხიანი მოთამაშეები, რომლებიც, სამაგიეროდ, მოედანზე ყველაფერს გასცემენ. მე ვენდობი ჩემს ფეხბურთელებს, მაგრამ უბრალოდ მოწინააღმდეგეზე უკეთეს მოთამაშედ ყოფნა საკმარისი არ არის თუ არ გამოიჩენ სურვილს და მონდომებას.

- თქვა ნაგელსმანმა.

სრულად წაკითხვა