ტელეკომპანია “კავკასია”-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველი გუნდის მიმართ დამოკიდებულების საჯაროდ, უცხოელებთან, ძირითადად ევროპელებისა და ამერიკელებისათვის გაზიარების იდეით გამოდის:
“შემზარავ საიდუმლოს უნდა ავხადო ფარდა სუს-ისთვის და პროკურატურისთვის:
სადაც უცხოელს – ძირითადად ევროპა–ამერიკელს გადავეყრებით, ყველას ვუყვებით როგორი რუსული რეჟიმი გვაზის თავზე, როგორ აქციეს საქართველო რუსეთის უკანა ეზოდ, როგორ დაიღუპება ქვეყანა, თუ ესენი დროზე არ მოვიშორეთ და როგორ გვჭირდება, რომ დასავლეთმა ეს ბანდიტები დაასანქციროს ეფექტურად.
როცა შესაძლებელია, მტკიცებულებებსაც ვაწვდით, რომ ესენი მართლა რუსები არიან.
თუმცა, დიდი მტკიცებულებები აღარც არის საჭირო – კობახიძე–პაპუაშვილის ბრიფინგებიც საკმარისია.
მოკლედ, ათასობით ადამიანი ვართ ასეთი და მიდით ახლა, გააფართოვეთ ბრალდებულების სია😅“, – წერს ნინო ჯანგირაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

10 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·