საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტის 1/8-ფინალში ისტორია დაწერა და საფრანგეთი 10 ქულის სხვაობით, 80:70 დაამარცხა.
ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი მეოთხედფინალში ფინეთს შეხვდება, რომელმაც, თავის მხრივ, გუშინ სერბეთი გამოაგდო და ტურნირის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია შემოგვთავაზა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო მამუკელაშვილმაც გააკეთა.
„საფრანგეთი ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ ჩვენ სრული თავდაჯერებით დავიწყეთ თამაში. ბევრ გუნდს ასეთ სიტუაციაში ნერვიულობა შეეტყობოდა, ჩვენ კი ზეწოლის გარეშე ვითამაშეთ. 40 წუთის განმავლობაში ერთმანეთის ვენდობოდით, საკუთარ სტილში გამოვედით მოედანზე და საბოლოოდ გამარჯვება მოვიპოვეთ.“
სანდრომ ასევე თავისი ყოფილი თანაგუნდელი, ვიქტორ ვემბანიამა გაიხსენა, რომელიც მიმდინარე ევრობასკეტზე საფრანგეთის ნაკრებში არ გამოჩენილა:
„ახლა შემიძლია ვიქტორს მივწერო და ვუთხრა, რომ საფრანგეთი დავამარცხეთ. მართალია, ის არ თამაშობდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მისი ყოფნის შემთხვევაშიც გამარჯვებას შევძლებდით.“