"შემოვიდა და მითხრა, ამათი დამატება გინდა?" - რას იხსენებს სპალეტი კვარასა და დე ლაურენტისზე

3 days ago 8

ლუჩანო სპალეტი ნაპოლიში ხვიჩა კვარაცხელიასა და კიმ მინ-ჯეს ტრანსფერს იხსენებს, რაზეც აურელიო დე ლაურენტისს არაერთგვაროვანი რეაქცია ჰქონდა.

მეგობრებისგან მივიღე კვარაზე ინფორმაცია, ჯუნტოლის (სპორტული დირექტორი) კი თვალდახუჭული ვენდე. მაშინ დე ლაურენტისი შეშფოთდა, ოთახში შემოვიდა და მითხრა: დამეხმარეთ, რომ მესმოდეს. თქვენ, ამბობთ, რომ კორეელი კიმი და ქართველი გაგვაძლიერებს?

- იხსენებს სპალეტი.

როგორც ჩანს, კვარას და კიმის სიძლიერეში ყველაზე მეტად სწორედ სპალეტი იყო დარწმუნებული, დე ლაურენტისი კი ტრანსფერებს ეჭვის თვალით უყურებდა, თუმცა შემდეგ რაც მოხდა, ეს უკვე ისტორიაა..

სრულად წაკითხვა