“შემოვლეწავთო” – საბა ჯაჯანიძის სახლში პოლიციაა

2 weeks ago 8

1

სამოქალაქო აქტივისტის, საბა ჯაჯანიძის სახლში სამართალდამცავები იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას, მისი მეუღლე, ანა კვანჭილაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

საბასთან მივიდნენ ახლა სახლში !

კახა შევარდენიძის #3

ძალიან გთხოვთ, მიდით ვისაც შგიძლიათ”, – წერს ვანჭილაშვილი

ამასთან, მან ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამართალდამცავები დედამისის სახლიც იმყოფებოდნენ.

დედაჩემს მიადგა 4-5 ადამიანი ლურჯ ფორმებში სახლში. გაზი უნდა შევამოწმოთო. არ უღებდა კარს. შემოვლეწავთო. გააღო დედაჩემმა კარი. დახვდათ დაზაფრული ტყუპები. თქვენ მე დაგასრულებთ ამ ტერორისთვის! დაჩხრიკეს სახლი სრულად და დაათვალიერეს ყველაფერი.

გულის შეტევა აქვს დედაჩემს. სასწრაფო გამოვუძახეთ. მე არ ვარ მასთან, ახლა გავდივარ“,- წერს კვანჭილაშვილი.

მწერალი, გიორგი კეკელიძე, წერს:

Ana Kvanchilashvili არის ჩემი დიდი ხნის მეგობარი. მისი და – ელენეც ჩემი მეგობარია. ჩემი მეგობარია დედამისი მარინა კვანჭილაშვილი-ბასილაშვილი , რომელსაც ახლა სახლში შეუვარდნენ და ძალიან ცუდად არის. მათთან მივდივარ.

სრულად წაკითხვა