შენგელიას გუნდმა უშუალო მეტოქე ოვერტაიმში დაამარცხა და იტალიის რეგულარული ჩემპიონატი მოიგო

12 hours ago 3

თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ იტალიის სერია A-ს რეგულარული ჩემპიონატი მოიგო და პლეი ოფის ნებისმიერ სტადიაზე მოედნის უპირატესობ დაიბევა. ბედის ირონიასავით იყო, ბოლო ტურში ცხრილის სათავეში თანაბარი ქულებით მყოფი გუნდები – ვირტუსი და ტრაპანი შეხვდნენ. მატჩი ბოლონიაში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით – 101:96 დასრულდა.

მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა. ბოლონიელებმა ოვერტაიმში მოახერხეს გამარჯვების მოპოვება, მანამდე კი ბეწვის ხიდზე გაიარეს. ბოლო წუთზე ანგარიში თანაბარი იყო და ბოლო შეტევა ტრაპანისი იყო, რომელმაც შანსი ვერ გამოიყენა და თამაში ექსტრახუთწუთეულში გადაიზარდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 25 წუთი გაატარა, რა დროშიც 9 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. თორნიკემ 3-დან სამივე ორქულიანი ააცილა, 3-დან ერთი სამქულიანი ჩააგდო და 6-დან 6 საჯარიმო გამოიყენა. ვირტუსს უილ კლაიბერნმა 28 ქულით, 10 მოხსნითა და 6 პასით ულიდერა.

პლეი ოფის პირველ, მეოთხედფინალურ სტადიაზე ვირტუსის მეტოქე ვენეცია იქნება, რომელმაც მე-8 ადგილი დაიკავა და რომელშიც ქართველი ფორვარდი, გიგა ჯანელიძე თამაშობს. გიგას თამაშის შანსი იშვიათად ეძლევა. ბოლო ტურში მან ვარეზესთან მოგებულ მატჩში მხოლოდ 1 წუთი ითამაშა.

gbf.ge

სრულად წაკითხვა