„შენით დაიწყო ეს ზღაპარი! მიდი, გიო! მიდი! მადლობა ყველაფრისთვის“ – სანდრო ელოშვილი გიორგი ჩაკვეტაძეზე

1 month ago 30

„შენით დაიწყო ეს ზღაპარი! მიდი, გიო! მიდი! მადლობა ყველაფრისთვის“ - სანდრო ელოშვილი გიორგი ჩაკვეტაძეზესაქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების გუშინდელი გამარჯვების შემდეგ სოციალურ ქსელებში დადებითი კომენტარები არ წყდება. რეჟისორი სანდრო ელოშვილი გიორგი ჩაკვეტაძეზე წერს:

„ამ ნაკრებში რთულია, ვინმე გამოარჩიო, ბიჭები ფრინავენ… კვარა ღმერთია, ქოჩორა გული და სული ცენტრის… ჟორჟი – კლასი… კიტე, კაცი – შავი სამუშაო… დაცვა ხომ საერთოდ… კაშო გულს დებს და სულს… მამარდაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, კაცი ლივერპულის მეკარეა…

მაგრამ სანამ ამ სიგიჟემდე მოვიდოდით… სანამ ეს ზღაპარი დაიწყებოდა… საშინლად და უიმედოდ რთული პერიოდი გვქონდა და ვინც პირველმა გამოანათა, ეს ბიჭი იყო!

იმედიც, სიხარულიც… ყველაფერი ჩაკვე იყო და ამ რთული პერიოდის მერე… რა დამავიწყებს?! ყაზახეთთან… მარცხნიდან შეიწია და… ჰო!!! ამდენი ტკივილის, ამდენი უიმედობის შემდეგ… აბა, რა! შენით დაიწყო ეს ზღაპარი! მიდი, გიო! მიდი! მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა ქართველობისთვის“.

სრულად წაკითხვა