WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

თბილისში, დელისის ბიზნესცენტრში, სადაც ტელეკომპანია „ფორმულაც“ მდებარეობს, ხანძარია. ტელეკომპანიამ მაუწყებლობა შეაჩერა.

„საგანგებო რეჟიმია ჩვენს შენობაში, კვამლია“, - თქვა პირდაპირ ეთერში წამყვანმა ირაკლი კიკნაველიძემ, რის შემდეგაც მაუწყებლობა შეწყდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მეხანძრეები ადგილზე იმყოფებიან და ხანძრის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს. მობილიზებულია 15-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო მანქანა.

ამ დროისთვის შენობაში ტელეკომპანიის თანამშრომლებიც რჩებიან.

ტელეკომპანიის წამყვანის, ნინო ჟიჟილაშვილის ინფორმაციით, თანამშრომლები შენობაში შედარებით უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან, თუმცა იქაც ძლიერი დაკვამლიანებაა.

„ყველა შედარებით უსაფრთხო ადგილზეა - ნიუსრუმში, თუმცა აქაც ძლიერი დაკვამლიანებაა. მე გარეთ ვარ, შიგნიდან გვეუბნებიან, რომ ჯერ სუნთქავენ. აირწინაღებს ელოდებიან“, - ამბობს ჟიჟილაშვილი.

სხვა დეტალები, მათ შორის, სად გაჩნდა ხანძარი, ამ ეტაპზე უცნობია.

მასალა განახლდება