პოპულარული თურქული სერიალის „შერბეთის“ მსახიობი ფეიზა ჯიველექი, რომელიც ნილაის როლს ასრულებდა, პროექტიდან ნარკოტიკებთან დაკავშირებული სკანდალის გამო გაათავისუფლეს.
თურქული მედიის ინფორმაციით, მსახიობის თმის ექსპერტიზაში აკრძალული ნივთიერებების კვალი აღმოაჩინეს. გავრცელებული ცნობებით, ფეიზა ჯიველექი სამართალდამცველების ყურადღების ცენტრში ადრეც იყო, თუმცა მაშინ საქმეს გაგრძელება არ მოჰყოლია.
საზოგადოებრივი კრიტიკის ფონზე სერიალის პროდიუსერებმა მსახიობის პროექტში დატოვებაზე უარი თქვეს. ამჟამად განიხილება, ნილაის პერსონაჟი სიუჟეტიდან საერთოდ გაქრება, მოკლავენ თუ მის როლს სხვა მსახიობი შეასრულებს.
სკანდალს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, სადაც მაყურებლის ნაწილი გადაწყვეტილებას მხარს უჭერს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ პერსონაჟის შეცვლა სერიალზე უარყოფითად აისახება.
წყარო: primetime.ge

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·