შესაძლოა ხვიჩას ნაპოლის ჩემპიონობის შემთხვევაში მედალი არ მისცენ - რა არის მიზეზი

4 hours ago 2

ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სეზონში ერთი ქვეყნის, კერძოდ კი საფრანგეთის ჩემპიონი უკვე გახდა. ქართველი ფეხბურთელის პარი სენ-ჟერმენი ლიგა 1-ში ყველას ერთი თავით აღემატებოდა და მორიგი ტიტული უმარტივესად მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ კვარას ამ სეზონში კიდევ ერთი ქვეყნის, იტალიის ჩემპიონის მედლის მიღებაც შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ ნაპოლი სკუდეტოს გამარჯვებული გახდება.

როგორც წესი, თუ ფეხბურთელი შუა სეზონში კლუბს ტოვებს და სხვა ქვეყანაში მიდის სათამაშოდ, მისი ყოფილი კლუბი გაჩემპიონების შემთხვევაში წასულ ფეხბურთელს მედლის გადაცემაზე პრობლემას არ უქმნის, თუმცა ეს მაინც კლუბის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული და მათ არანაირი ვალდებულება არ გააჩნიათ.

ხვიჩა და ნაპოლის ხელმძღვანელობა რომ მთლად კარგად არ დაშორდნენ ერთმანეთს, ეს ყველას გემახსოვრებათ. მეტიც, კვარამ ნაპოლიდან წამოსვლისას ნათლად თქვა, რომ გულშემატკივრები ერთ დღეს ყველაფერს დეტალურად გაიგებდნენ.

ამდენად, ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენად სურს ნაპოლის ხვიჩასთვის მედლის მიცემა. ისე კი, კლუბი ახლა სერია A-ში მეორე ადგილზეა და ინტერს პოტენციურად 1 ქულით ჩამორჩება.

სრულად წაკითხვა