აფეთქებები იყო რუსეთის კრასნოდარის მხარესა და ანექსირებულ ყირიმში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 23 ივნისს დილით განაცხადა უკრაინული დრონების მოგერიების შესახებ, თუმცა რუსული და უკრაინული ტელეგრამ-არხების ცნობით, პირდაპირი დარტყმა კონკრეტულ ობიექტებზე, მათ შორის ქერჩის ნავთობტერმინალზე.
ტელეგრამ-არხმა „კრიმსკი ვეტერ“ სატელიტური გადაღების მონაცემებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ანექსირებულ ყირიმში, ქერჩის ნავთობტერმინალში, რომელსაც უკრაინის თავდაცვის ძალებმა 21 ივნისსაც დაარტყეს, ხანძრის ახალი კერებია.
ხანძრის კერებია რუსეთის კრასნოდარის მხარის პორტ „კავკაზის“ ტერიტორიაზეც. ეს პორტი ქერჩის სრუტის მეორე მხარეს მდებარეობს.
პორტ „კავკაზსა“ და ქერჩის ნავთობტერმინალზე შეტევის შესახებ წერს მონიტორინგის უკრაინული არხიც Supernova+. მისი ინფორმაციით, დარტყმა იყო ქერჩის კომპლექსზეც TES-Terminal, სადაც ნავთობის შენახვა და გადატვირთვა ხდება.

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·