WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

11 ნოემბერს აფეთქებები იყო რუსეთის ლენინგრადის ოლქში მდებარე უსტ-ლუგის პორტის რაიონში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ განაცხადა.

პირველი ცნობები, რომ დარტყმა იყო სწორედ უსტ-ლუგის პორტზე, გამთენიისას გაავრცელეს უკრაინულმა და რუსულმა ტელეგრამ-არხებმა.

მოგვიანებით ეს დაადასტურა ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ დროზდენკომ. მისი ინფორმაციით, დრონებით შეტევამ ხანძარი გამოიწვია უსტ-ლუგის საპორტო ზონაში. დროზდენკოს თანახმად, ამავე რაიონში ავარიულად გაითიშა ელექტროქვესადგური.

  • უსტ-ლუგის პორტი ფინეთის ყურეში მდებარეობს და ბალტიის ზღვაზე რუსეთის ერთ-ერთი მსხვილი, სტრატეგიული ეკონომიკური მნიშვნელობის პორტია. მისი ტერმინალები განკუთვნილია ნავთობის, გაზის კონდენსატის, ნახშირის, მინერალური სასუქების და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის.