WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

17

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ციხიდან გამოგზავნილ წერილში, თამაზ ელიზბარაშვილს მიმართავს და წერს:

ელიზბარაშვილს აუკრძალეს წერილების წერა, დარეკვა და პაემნები. თითქმის ჩაუკეტეს კონტაქტი გარე სამყაროსთან. მე მგონია, თუ ვინმე არის ციხეში ლიკვიდაციის კანდიდატი – არის სწორედ ეს ცოტა ხნის წინ “ქოცური” გმირი.

რატომ ვფიქრობ ასე? იმიტომ, რომ ამ აკრძალვებმა დამიდასტურა ის, რომ ის “იმედის” ნაძირლებთან ქიშპობის გამო არ დაუჭერიათ. მას პროვოკაცია მოუწყვეს და ჩაკეტეს, რამდენიმე დღით ადრე მთავარი ქოცური საიდუმლოს გათქმისთვის, ნანუკას “უმრავლესობის” პლატფორმაზე, რომ “ციხის კადრები”, რომელმაც ფინთი გოიმივით ააგდო ლამის მთელი საქართველო, სინამდვილეში მოგონილი და დადგმული იყო, მისი მონაწილეობით და არაფერი საერთო არ ჰქონდა რეალობასთან.

საქმე იმაშია, რომ ციხის ცოცხიანი კადრები, ისეთივე ფუძემდებლური საფუძველია ქოციზმისთვის, როგორც ქრისტეს ჯვარცმა და აღდგომა არის ქრისტიანებისთვის.

აი წარმოიდგინეთ, რომ ქრისტიანებს მოგვადგეს ვიღაც ტიპი და გვითხრას, არანაირი ქრისტეს ჯვარცმა არ მომხდარა, სინამდვილეში მე ვიყავი ის მსახიობი, რომელიც თქვენს დასანახად ჯვარს მაცვეს ცოტა ხნით და შემდეგ კარგად მაქეიფეს და წავედი სახლში დასაძინებლადო. დაახლოებით იგივე უთხრა ქოც-მორწმუნეებს ელიზბარაშვილმა.

ხოდა პატრონმა ეს არ აპატია და ახლა თუ არ გაჩუმდება, მძიმე მეტალების მთელი მარაგი ჩემზე კი არ დაუხარჯავთ და ელიზბარაშვილისთვისაც რჩება ცოტა. ხოდა შეუთვალეთ ჩემგან, თუ უნდა ცოცხალი გადარჩეს, მოყვეს ბოლომდე ყველაფერი, კერძოდ:

ა) რა იყო ბედუკაძის კავშირები რუსებთან.

ბ) როგორ ცდილობდნენ კადრების მიყიდვას ჯერ ბურჯანაძისთვის და შემდეგ როგორ მიჰყიდეს ივანიშვილს.

გ) კიდევ რა პროვოკაცია ჰქონდათ მაშინ დაგეგმილი, რისი განხორციელებაც ვერ მოასწრეს.

რადგან დაიწყე პატრონის ჩაშვება, ბარემ ბოლომდე თქვი ყველაფერი კაცო!