WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციების დროს დაკავებულ და მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულ, რუსეთის მოქალაქე დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებებენ. ინფორმაციას, ამის შესახებ უფლებადამცველი ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ ავრცელებს.

ორგანიზაციის თანახმად, სასამართლომ კულანინს საქართველოს, ნებაყოფლბით, დასატოვებლად 7 დღე მისცა.

"დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლეილა ფოლადაშვილმა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობა შეწყალებული დენის კულანინის საქართველოს ტერიტორიიდან გაძევების შესახებ", - ნათქვამია, ორგანიზაციის მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში.

"უფლებები საქართველო" გააგრძელებს დენის კულანინის ინტერესების დაცვას მესამე, უსაფრთხო ქვეყანაში მის გამგზავრებამდე.

"იმედს ვიტოვებთ, შსს მიგრაციის დეპარტამენტი ხელს არ შეუშლის აღნიშნული ბრძანების შესრულებას და უზრუნველყოფს დენის კულანინის მიყვანას რეისზე, რომლის ბილეთს შევიძენთ", - წერს კულანინის ადვოკატი ციალა რატიანი სოციალურ ქსელში.

როგორც მანამდეც აცხადებნენ მისი ადვოკატები, დენის კულანინს მესამე ქვეყანაში წასვლა სურს, რადგან რუსეთი მისი პოლიტიკური პოზიციების გათვალისწინებით, უსაფრთხო ადგილი ვერ იქნება.

ადვოკატებს, პირველ სექტემბერს, კულანინის სომხეთში გასამგზავრებელი ავიაბილეთიც ჰქონდათ ნაყიდი. თუმცა, გაირკვა, რომ გაძევებამდე მისი საქმის შესახებ სასამართლოს უნდა ემსჯელა. მანმდე ის საიმიგაციო პატიმრობაში რჩებოდა.

რა გახდა კულანინის გაძევებაზე მსჯელობის საფუძველი

კულანინს ქვეყნიდან უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე აძევებენ.

ამ მუხლის თანახმად, „თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელს იხდის საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში, მისი გაძევება შესაძლებელია სასჯელის მოხდისთანავე ან ნებისმიერი სხვა საფუძვლით გათავისუფლებისთანავე“;

დენის კულანინი საქართველოში ცხოვრობდა და პროევროპულ პროტესტში მონაწილეობდა. ის 2025 წლის 28 მარტს დააკავეს პარლამენტთან აქციაზე პოლიციის მანქანის მინის ჩამტვრევის ბრალდებით. მიესაჯა 2-წლიანი პატიმრობა. მან ბრალი სასამართლო განხილვების ეტაპზე აღიარა. წინასასამართლო სხდომის ეტაპზე ბოდიშიც მოიხადა. ამის საფუძველზე დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მტკიცებულებები უდავოდ ცნო.

კულანინი მოხვდა „ქართული ოცნების“ მიერ მეექვსე პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილის მიერ 27 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, შეწყალებულ 226 ადამიანს შორის.