WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

შვედეთის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, რომლებიც ხმების 90%-ზე მეტის დათვლის შედეგებს ეფუძნება, პირველ ადგილზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მაგდალენა ანდერსონის ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტიაა 28%-ზე მეტით.

წინა, 2022 წელს არჩეული პარლამენტის ოპოზიციურ მემარცხენე ბლოკს, რომლის შემადგენლობაში სოციალ-დემოკრატების გარდა მემარცხენე პარტია(8%), „მწვანეები“(6%) და ცენტრის პარტია(7%) არიან, საერთო ჯამში, მცირე უპირატესობა აქვს მმართველ მემარჯვენე-ცენტრისტულ ალიანსზე, მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტერსონის ხელმძღვანელობით.

  • 13 სექტემბერს ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგებით, მემარცხენეებს შვედეთის პარლამენტში, რიკსდაგში 349-დან სავარაუდოდ, 176 ადგილი ექნებათ. ამ პარტიებს კოალიციის და მთავრობის შექმნა შეუძლიათ, თუ ამას ხელს არ შეუშლის სერიოზული უთანხმოებები ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებზე.

მმართველი ალიანსის შედეგები

არჩევნების წინასწარი შედეგებით, მოქმედი მმართველი კოალიციის წევრს, პრემიერ-მინისტრ კრისტერსონის კონსერვატიულ „ზომიერ კოალიციურ პარტიას“ ხმების თითქმის 20% აქვს. კოალიციის წევრმა ქრისტიან-დემოკრატებმა 6% მიიღეს, ხოლო ლიბერალებმა - 5%.

ამ სამ პარტიას წინა არჩევნების შემდეგ პარლამენტში პარტნიორად შეუერთდა ულტრამემარჯვენე პარტია „შვედეთის დემოკრატები“, თუმცა მისი წევრები კოალიციურ მთავრობაში არ შეიყვანეს.

2026 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, „შვედეთის დემოკრატებს“ ხმების 17%-ზე მეტი აქვთ. წინა, 2022 წლის არჩევნების შედეგად ულტრამემარჯვენეებს 20%-ზე მეტი(73 მანდატი) ჰქონდათ.